ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი Kettari Foundation, მულტიფუნქციური ჰაბია, რომელიც კრეატიულ კომპანიებისა და პროექტებს აერთიანებს.
ფონდის ძირითადი საქმიანობა IT ტექნოლოგიები, განათლება, კრეატიული ინდუსტრია და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მიმართულებაა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას მოიცავს.
„კეტარის ფონდი არის ვენჩურული კაპიტალის ორგანიზაცია, რომელიც ისრაელშია დაარსებული. დღესდღეობით სათავო ოფისი თბილისში აქვს. ჩვენი ძირითადი მიზანია, შევქმნათ პირობა, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის შესაქმნელად, როგორც ფიზიკური, ასევე ვირტუალური. ჩვენი საქმიანობა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო მიმართულებას კრეატიული ინდუსტრიის სხვადასხვა დარგების მიხედვით და ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვატარებთ, სადაც მნიშვნელოვანი სპიკერები ჩამოგვყავს.“ – „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი – სერგი გვარჯალაძე.
Kettari Academy-ის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების ფარგლებში 16 დეკემბერს, მასტერკლასი: „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” გაიმართა, რომელსაც სერგი გვარჯალაძე გაუძღვა.
„რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს არის მეორე ღონისძიება, პირველი უკვე ჩავატარეთ, მათთვის ვისაც აინტერესებდა Adobe-ეს სამონტაჟო პროგრამები. ამჯერად ორიენტირი მუსიკოსებზე ავიღეთ. ჩვენ გარკვეული კვლევა, დაახლოებით ორი თვის წინ გავაკეთეთ და მივხვდით, რომ მარკეტინგის მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია. მუსიკოსებს ძირითადად არ აქვთ საშუალება, რომ ინფორმაცია მიიღონ, თუ როგორ გაავრცელონ თავიანთი მუსიკა, როგორ მოახდინონ მონეტიზაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის შესახებ საბაზისო ინფორმაციას ვაწვდით. გარდა ამისა, ვთავაზობთ საშუალებას, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ნაწარმოები ჩვენი სტარტაპ პროექტის ფარგლებში, რომელსაც Aetis ეწოდება.“- სერგი გვარჯალაძე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი.
ეს ღონისძიებები Kettari Academy-თვის პირველი ნაბიჯებია, სამომავლოდ კი Kettari Foundation აპირებს, რომ მსგავს კურსებს უფრო რეგულარული ხასიათი მისცეს.