მიზეზი, რის გამოც ფანები ფიქრობენ, რომ  Dua Lipa ბარბის შესახებ გადაღებულ ფილმთან არის დაკავშირებული

ეს თეორიები ფილმის ინსტაგრამის ახალმა გვერდმა გამოიწვია.

2023 წლის 21 ივლისს ფილმის, Barbie-ის პრემიერა შედგება. 16 დეკემბერს კინოსურათის პირველი ტრეილერიც გამოქვეყნდა. მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. თუმცა სოციალური მედიის დაკვირვებულმა მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ფილმის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდს მხოლოდ 15 ადამიანი ჰყავს გამოწერილი და ერთ-ერთი მათგანია მომღერალი Dua Lipa.

ამის შემდეგ, ფანებმა სოციალურ მედიაში სხვადასხვა მოსაზრების გავრცელება დაიწყეს. პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ მომღერალი Barbie-ის პროექტშია ჩართული. ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, Dua Lipa-მ ფილმის საუნდტრეკზე იმუშავა.

პოპ ვარსკვლავს და ფილმის შემოქმედებით გუნდს გავრცელებულ ხმებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მედიაში დაწყებული ხმაურის შემდეგ, Barbie-ის ინსტაგრამმა Dua Lipa-ს გამოწერაც გაუუქმა. 

Barbie კინოსტუდია Warner Bros.-ის პროექტია. Barbie-ის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი გრეტა გერვიგია. მარგო რობისა და რაიან გოსლინგის გარდა, ფილმის სამსახიობო შემადგენლობა არაერთ ვარსკვლავს აერთიანებს.

ნახეთ Barbie-ის პირველი ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიკი მარტინი, კიდ კადი, დედი იანკი და სხვები არგენტინის გამარჯვებას ზეიმობენ

შემდეგი სტატია

SNL-ის ეთერში Lizzo-მ სტივი უანდერის ცნობილი სიმღერა, Someday at Christmas შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი