ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი „რუსტერში“

„დავიწყე ისევ მოღვაწეობა, დავბრუნდი მუსიკაში და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ძალიან მინდა, რომ სულ აქ ვიყო და არსად წავიდე“. – ბაკურ ბურდული.
ბაკურ ბურდული
ბაკურ ბურდული

23 დეკემბერს, პარასკევს საღამოს, „რუსტერ” ბარში ბაკურ ბურდულის სოლო კონცერტი გაიმართა. ბენდის შემადგენლობაში იყვნენ: ბას გიტარისტი – გიორგი მარი, გიტარისტი – გოგა კაკულია, დრამი – აჩი კევლიშვილი და კლავიში  – ანი ცინცაძე.  

მომღერლის თქმით ბოლო სამი წლის განმავლობაში მუსიკალური პაუზა ჰქონდა, თუმცა ახლა, ახალი შემართებით გადაწყვიტა მუსიკაში აქტიურად დაბრუნება და მომავალშიც მსმენელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

„დაახლოებით ოთხი წელია სოლო კონცერტი არ მქონია. ამ ეტაპზე სინგლებზე უფრო ვმუშაობთ, ათი სიმღერის ჩაწერას უცებ აზრი არ აქვს, ამიტომ ვაპირებთ ერთი-ორი ახალი სიმღერა ჩავწეროთ და გამოვუშვათ. დავიწყე ისევ მოღვაწეობა, დავბრუნდი მუსიკაში და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. ძალიან მინდა, რომ სულ აქ ვიყო და არსად წავიდე.“ – თქვა ბილბორდთან საუბრისას მომღერალმა.

ბაკურ ბურდულმა რუსტერში“ ძველ მონატრებულ სიმღერებთან ერთად ორი ახალი სიმღერაც შეასრულა. 

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

„ეს პერიოდი, როცა არ ვუკრავდი, სულ ვმუშაობდი და ვწერდი მუსიკას. ამ საღამოს ორი ახალი სიმღერაც შევასრულეთ „მომავალ ღამეს” – საკმაოდ ძველი, მაგრამ ხელახლა აღმოჩენილი სიმღერაა, რომელიც ჩემ მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, გადავაკეთეთ და ახლებურად წარმოვადგინეთ და მეორე სიმღერაა –  „შავს და თეთრს”. უახლოეს მომავალში მინდა რომ კლიპიც გადავიღოთ.“ – აღნიშნა ბაკურ ბურდულმა.

ბაკურ ბურდულის კონცერტი „რუსტერ“ ბარში

გვინდოდა ჩვენი ბარი დაგველინკა გემოვნებიან მუსიკასთან. იმის გამო, რომ თბილისში ძირითადად ელექტრონული მუსიკის საღამოები ეწყობა და ცოცხალი მუსიკა უფრო ნაკლებად არის, გადავწყვიტეთ, ხელი შეგვეწყო ცოცხალი მუსიკისთვის. ათამდე კონცერტი გვქონდა. ყველა კონცერტზე თავისუფალი იყო დასწრება. ბაკურ ბურდულის კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თავად არტისტს საკმაოდ დიდი ხანი არ ჰქონია სოლო კონცერტი. ჩვენ აღმოვჩნდით ის სივრცე, სადაც ამდენი ხნის შემდეგ ბაკურმა დაუკრა, რაც ძალიან გვახარებს.”- ნიკოლოზ გიგაური – „რუსტერის” ბარის  ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ პროექტის ფარგლებში „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი  გამოიცა 

შემდეგი სტატია

ორბელიანის მოედანზე ფესტივალი „ქარავანი” დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი