გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი

„ეს ერთ-ერთი ის სიმღერაა, რომლის ტექსტიც მომწონს და რომელშიც რაღაც მესიჯი მაქვს ჩადებული.”

გიორგი ერგემლიძე სიმღერაზე I Can Be ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს. კომპოზიცია მუსიკოსის ბოლო ალბომში სახელწოდებით Digitized არის შესული, რომელიც ასევე დეკემბერში გამოვიდა. 

გიორგი ერგემლიძე:

ეს ერთ-ერთი ის სიმღერაა, რომლის ტექსტიც მომწონს და რომელშიც რაღაც მესიჯი მაქვს ჩადებული, თუ რა ხდება დღეს. ყველანი ეკრანს ვართ მიჯაჭვული და ამ უსასრულო ინფორმაციაში ვიძირებით. ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც უცოდინრობა უკვე არჩევანია. შენ ირჩევ, რა გინდა, რომ იყო. ფაქტობრივად, ლიმიტი არ არსებობს. ლიმიტი მხოლოდ შენს გონებაშია, შენს აღქმაში. სწორედ ამიტომ ჰქვია სიმღერას I Can Be, რომ კი, ყველაფერი შემიძლია ვიყო, რაც მინდა.”

მუსიკისა და ტექსტი ავტორი გიორგი ერგემლიძეა. თავადვეა მასზე გადაღებული ვიდეოკლიპის რეჟისორიც.

„კლიპში მე ვმედიტირებ და ვჩნდები პარალელურ სამყაროებში. ზოგან გოგო ვარ, ზოგან ბიჭი. Ის, რომელიც მედიტირებს, ყველაზე ძლიერია ამ სამყაროებს შორის. გოგო, რომელსაც მე ვხვდები, ჩემი პარალელური ვერსიაა. ეს გოგო ვხდები, რადგან მისი მეგობარი ასტრალში გავიდა და დაიკარგა. ის მთელი კლიპის განმავლობაში წევს და ლიმბოშია გაჭედილი. Ჩემი პარალელური ვერსია კი იძახებს ლილითს და ლილითი მას გაღვიძებაში ეხმარება. ლილითი თან ფემინიზმის სიმბოლოა და მინდოდა, ეს მესიჯიც გადმომეცა. კლიპის იდეაა, რომ როდესაც მე რაღაც არჩევანს ვაკეთებ ცხოვრებაში, ავტომატურად ვქმნი პარალელურ სამყაროს, სადაც სრულიად სხვა რამ ხდება. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ვერსიაა შესაძლებლობების…”

ახლახან მუსიკოსმა სიმღერაზე Grey კიდევ ერთი ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო. კომპოზიცია ასევე ახალ ალბომშია შესული და მუსიკოსის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ხაზს იზიარებს. 

„ბოლო დროს ძალიან ჩავუღრმავდი კვანტურ ფიზიკას და მას შემდეგ სულ სხვანაირად აღვიქვამ რეალობას. ამან ჩემს შემოქმედებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. Ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებ, ამ გავლენით ვაკეთებ. იგივე Grey რომ ავიღოთ, იქაც ძალიან ეგზისტენციალური თემატიკაა. თუნდაც მისამღერში – Nothing will matter in the end – იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში არაფერს აქვს მნიშვნელობა და რატომ ნერვიულობ?! უბრალოდ მიენდე იმ ყველაფერს, რაც არის და ისიამოვნე.”

უახლოეს მომავალში მუსიკოსი ვიდეოკლიპების გადაღებას ახალ ალბომში შესულ კიდევ რამდენიმე სიმღერაზე გეგმავს. 

მოუსმინეთ გიორგი ერგემლიძის ალბომს Digitized

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშმა 21-ე დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან და ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად აღნიშნა

შემდეგი სტატია

Sia-მ რეალითი შოუ Survivor-ის კონკურსანტებს ფულადი პრიზი გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი