კრავიცმა ხუთშაბათს, ინსტაგრამზე ფოტო გააზიარა, სადაც ოკეანეში სრულიად შიშველი დგას. „ხელახლა დაბადება“ – ასე დაასათაურა ლენი კრავიცმა ფოტო.
2023 წელი ლენი კრავიცისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება. 27 იანვარს, ჯეისონ მურის რეჟისორობით ფილმი Shotgun Wedding გამოდის, სადაც მუსიკოსიც თამაშობს. მთავარ როლებს კი ჯენიფერ ლოპესი და ჯოშ დუჰამელი ასრულებენ.