ANIK-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიმღერა გია ყანჩელის ნაწარმოების, სახელწოდებით „საით მიდიხარ“ მიხედვით არის შექმნილი.

ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, სახელწოდებით ANIK ახალი კლიპი წარადგინა. ვიდეო გადაღებულია სიმღერაზე – „ვარდი“, რომელიც გია ყანჩელის ნაწარმოების,  სახელწოდებით „საით მიდიხარ“ მიხედვით არის შექმნილი. 

თავდაპირველად გია ყანჩელის სიმღერის თემა მხოლოდ ინსტრუმენტულ ნაწილში გვქონდა გამოყენებული. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ჟღერადი მელოდიაა. რითმულად და სტილისტურად შევცვალეთ და ჩვენი სიმღერის კონცეფციას მაქსიმალურად მოვარგეთ. ბოლო, კულმინაციური ნაწილი ჯგუფ „ჰერიოს“  სამ მომღერალთან ერთად გავშალეთ, რაც ჩვენი აზრით, ამ სიმღერის საუკეთესო ნაწილია. რა თქმა უნდა, არ დავკარგეთ ჩვენი სტილი – სიმღერა ჰიპ-ჰოპის და ჯაზური ელემენტების ნაზავია.” – ანა ჟორდანია, მუსიკოსი.

მუსიკაზე ანა ჟორდანიამ  იმუშავა, ხოლო ტექსტზე, მიქსინგსა და მასტერინგზე –  ნიკო მჭედლიშვილმა. 

კლიპის რეჟისორი,  ANIK-ის სხვა ვიდეოების მსგავსად, გრიშო ჟორდანიაა. ამჯერად, რეჟისურასთან ერთად, მას საოპერატორო ნამუშევარიც ეკუთვნის. 

მუსიკალურ ვიდეოში „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ ეპოქაშია გადმოცემული. სცენარი ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, ვიდეოს თავდაპირველი კონცეფცია და ჩანაფიქრიც ასეთი იყო. მთავარ გმირს – ტარიელს ცნობილი მოცეკვავე და კასკადიორი,  ლაშა მძინარაშვილი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს, ჰოლივუდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოების, Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებული გახდა. კლიპზე მუშაობა საოცრად სასიამოვნო გამოცდილება იყო. გადაღებებისას, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგებოდა. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთია ნამდვილი შემოქმედებითი სამუშაო პროცესი“ – ანა ჟორდანია, მუსიკოსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოსტინ ბატლერი საუკეთესო მსახიობის ჯილდო ფილმისთვის Elvis. „ოქროს გლობუსის“ მეოთხმოცე ყოველწლიური დაჯილდოება. ბევერლი ჰილტონ სასტუმრო. 2023 წლის 10 იანვარი. ფოტო: რიჩ პოლკი.

2023 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

Netflix-მა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონი დააანონსა, რომელშიც ლედი გაგას  Bloody Mary ისმის

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი