SZA-მ სიმღერაზე Kill Bill გადაღებული კლიპი წარადგინა

კინემატოგრაფიული მუსიკალური ვიდეოს ინსპირაცია ტარანტინოს ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმია.

SZA-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე Kill Bill, რომელიც მუსიკოსის უახლეს ალბომში, სახელწოდებით SOS არის შესული.

კლიპის რეჟისორი კრისტიან ბრესლაუერია. კინემატოგრაფიული მუსიკალური ვიდეოს ინსპირაცია ტარანტინოს ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმია.  ეპიზოდურ სცენაში მსახიობი ვივიკა ეი ფოქსი ჩნდება. ფილმში  „მოკალი ბილი“ ის უმა თურმანის გმირის მოწინააღმდეგე პერსონაჟს განასახიერებს. 

აღსანიშნავია, რომ SZA ტარანტინოს და მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.  

ჟურნალ EW-თან ინტერვიუში, 2000-იანი წლების კინოჰიტზე საუბრისას, SZA აღნიშნავს – „მიყვარს ვივიკა ეი ფოქსის და ლუსი ლიუს გმირები. თავად ბილიც მიყვარს, რადგანაც ის ძალიან კომპლექსურია. ბილი ემოციებისაგან დაცლილია, თუმცა ამავდროულად, იმდენად უყვარდა „პატარძალი“, რომ არ შეეძლო, ის სხვის გვერდით ენახა. როდესაც სიმღერაზე Kill Bill კლიპის გადაღებებისათვის ვემზადებოდით, ფილმს ინსპირაციისათვის კიდევ ერთხელ ვუყურე.“

ნახეთ მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Kill Bill: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ქართულმა კომპანია POSTRED-მა პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი