რიანა პირველი ვარსკვლავი არ იქნება, ვინც ერთ წელს „სუპერ თასის“ შოუსა და „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

თუ მისი სიმღერა Lift Me Up ოსკარზე ნომინირებული იქნება, რიანამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზეც იმღეროს.
რიანა
Kevin Mazur/GI

როგორც უკვე ცნობილია, 12 თებერვალს რიანა სუპერ თასის შოუზე იმღერებს. Მარტში კი, შესაძლოა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზეც გამოვიდეს. მისი თანაავტორობით შექმნილი სიმღერა Lift Me Up „ოსკარის“ ნომინანტთა „მოკლე სიაში“ დასახელდა.

თუმცა მისი სიმღერა ნომინანტთა სიაშიც რომ მოხვდეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რიანა „ოსკარის“ ცერემონიაზე იმღერებს. მაგალითად, კენდრიკ ლამარმა და SZA-მ ოთხი წლის წინ ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. თუმცა ეს გამონაკლისია. „ოსკარზე“ სიმღერის შესრულებას მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავებიც კი სთანხმდებიან. შარშანდელი შოუ ბიონსემ გახსნა. „ოსკარზე“ ნომინირებული სიმღერები ადელს, ლედი გაგას, U2-ს, ელტონ ჯონსა და სხვა ვარსკვლავებსაც შეუსრულებიათ. ასე რომ, მათ სიაში ახლა რიანასაც ელოდებიან. 

თუმცა რიანა პირველი ვარსკვლავი არ იქნება, ვინც ერთ წელს „სუპერ თასის“ შოუსა და „ოსკარის“ ცერემონიაზე იმღერებს. პირველად ეს 2000 წელს ფილ კოლინსმა მოახერხა. სუპერ თასის შოუზე მან კრისტინა აგილერასთან, ენრიკე ეგლესიასთან და ტონი ბრექსტონთან ერთად იმღერა. 2 თვის შემდეგ კი „ოსკარის“ 72-ე დაჯილდოებაზე ანიმაციური ფილმიდან „ტარზანი” You’ll Be in My Heart შეასრულა. სიმღერამ, რომლის ავტორიც თავად კოლინსია, იმ წელს „ოსკარი“ მოიგო. 

2023 წლის ოსკარის ნომინანტები 24 იანვარს გამოცხადდებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მანანა დოიჯაშვილი

პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ნიკ ქეივი 2019 წლის, 2 ნოემბერი. ლოს-ანჯელესი. ფოტო:ფრეიზერ ჰარისონი

ნიკ ქეივმა  Bad Seeds-თან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი