ნიკ ქეივმა  Bad Seeds-თან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო

“წლევანდელი ჩემი გეგმა Bad Seed-თან ახალი ჩანაწერის გაკეთებაა” – წერს ნიკ ქეივი ბლოგზე.
ნიკ ქეივი 2019 წლის, 2 ნოემბერი. ლოს-ანჯელესი. ფოტო:ფრეიზერ ჰარისონი
ნიკ ქეივი 2019 წლის, 2 ნოემბერი. ლოს-ანჯელესი. ფოტო:ფრეიზერ ჰარისონი

ნიკ ქეივი ბლოგ – The Red Hand Files-ზე წერს, რომ 2023 წელს ბენდთან Bad Seeds-თან ერთად ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავს. 

ნიკ ქეივი თაყვანისმცემლების კითხვებს პასუხს სცემს: “წლევანდელი  გეგმა,  Bad Seeds-თან  ერთად ახალი ალბომის ჩაწერაა. ეს როგორც კარგი, ასევე ცუდი ახალი ამბავია. კარგი ამბავია იმიტომ რომ, ალბათ ბენდ Bad Seeds-თან  ალბომის ჩაწერა ყველას სურვილია, ცუდი კი ის არის რომ  წყეული სიმღერების დაწერა მომიწევს.”

მომავალი ალბომი  2019 წლის ჩანაწერის Ghosteen-ის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ეს ალბომი მუსიკოსმა 2015 წელს, ვაჟის არტურის გარდაცვალების შემდეგ შექმნა. 

ნიკ ქეივმა ალბომზე მუშაობა პირველ იანვარს დაიწყო და ექვსი იანვრისთვის უკვე რამდენიმე სიმღერის მონახაზი შექმნილი  ჰქონდა. “დავწერე რამდენიმე სიმღერა, თუმცა ვფიქრობ,  დასახვეწია ან შეიძლება არც არის… არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. დეპრესიული  პერიოდი მაქვს, ნაცნობი უკმარისობის განცდაა, თითქოს დიდი, სულელი ცარიელი ნივთი ვიყო კოსტიუმში გამოწყობილი.”

კრეატიულობა კი სადღაც სიღრმეში არის ჩამალული ამბობს  მუსიკოსი. “მე უნდა მოვუხმო მას, გამოვაღვიძო, ძილ-ბურანიდან გამოვიყვანო. თავში სიმღერის ხმები ჩამესმის, რომელიც სინამდვილეში სიგიჟის და სევდის რიტმებით არის სავსე.”

ნიკ ქეივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ტურნე დაასრულა, რომელიც Bad Seed-თან  Dirty Trio-თან თანამშრომლობით შედგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა პირველი ვარსკვლავი არ იქნება, ვინც ერთ წელს „სუპერ თასის“ შოუსა და „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

შემდეგი სტატია

ბიოგრაფიული ფილმისათვის, მსახიობი მარისა აბელა ემი უაინჰაუსად გარდაისახა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
მეტი