ბიოგრაფიული ფილმისათვის, მსახიობი მარისა აბელა ემი უაინჰაუსად გარდაისახა

ფილმის გადაღებები 16 იანვარს დაიწყო.

მაყურებელი ემი უაინჰაუსის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს იხილავს. Back to Black – ასე ჰქვია ტეილორ ჯონსონის სარეჟისორო ნამუშევარს და მასში მთავარ როლს 26 წლის მსახიობი, მარისა აბელა ასრულებს. 

ახლახან, ტეილორ ჯონსონმა პირველი კადრი გაავრცელა, სადაც  მარისა აბელას უაინჰაუსისათვის დამახასიათებელი ვარცხნილობით ვხედავთ. 

აბელამ ინსტაგრამზე თავადაც გამოაქვეყნა ფოტოები. ერთ-ერთ მათგანში მსახიობი უაინჰაუსის გრაფიტის წინ პოზირებს. 

ფილმი Back to Black კინოწარმოებისა და დისტრიბუციის კომპანია StudioCanal-ის პროდუქტია. პროექტს მხარს ემი უაინჰაუსის საავტორო უფლებების მემკვიდრეები უჭერენ. სცენარის ავტორი მეთ გრინჰელია. ბიოგრაფიული ფილმის სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. 

Back to Black გრემის მფლობელი ემი უაინჰაუსის ყველაზე ცნობილი ალბომის სახელწოდებაა. უაინჰაუსი 2011 წელს  27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკ ქეივი 2019 წლის, 2 ნოემბერი. ლოს-ანჯელესი. ფოტო:ფრეიზერ ჰარისონი

ნიკ ქეივმა  Bad Seeds-თან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი