13 იანვარს ჯონ ლეჯენდსა და კრისი ტეიგენს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა გულშემატკივრებს მისი სახელი და პირველი ფოტო გაუზიარა.
ფოტოში ახალდაბადებული გოგონა ლეჯენდისა და ტეიგენის უფროს შვილებს უჭირავთ. „ის აქ არის! ესტი მაქსინ სტივენსი,” – წერს კრისი. „სახლში დიდი აურზაურია და ჩვენი ოჯახისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მამა ღამღამობით სიხარულის ცრემლებს ღვრის, როცა სიყვარულით სავსე ლუნასა და მაილსს უყურებს. ნამდვილ ნეტარებაში ვართ. მადლობა ყველას სიყვარულისა და კეთილი სურვილებისთვის.”
ქალიშვილის დაბადება გულშემატკივარს ერთ-ერთი კონცერტის დროს თავად ლეჯენდმა აუწყა. მან თქვა, რომ კონცერტის წინ არ უძინია, რადგან საავადმყოფოში დიდი დრო გაატარა. თუმცა ქალიშვილის დაბადების შემდეგ თავს მაინც ენერგიულად გრძნობდა.
წყვილი 2020 წელს ვაჟს ელოდებოდა, რომლისთვისაც ჯეკი უნდა დაერქმიათ. თუმცა კრისის მაშინ მუცელი მოეშალა. 2022 წლის აგვისტოში კი გაამხილა, რომ ისევ ორსულად იყო.
ნახეთ ტეიგენის პოსტი