Doja Cat პარიზის მოდის კვირეულზე სვაროვსკის თვლებით შექმნილი წითელი კოსტიუმით გამოჩნდა

მომღერალს სახესა და ტანზე 30 000 სვაროვსკის თვალი ხელით დაამაგრეს.

Doja Cat პარიზის მოდის კვირეულზე გამორჩეული ვიზუალით გამოჩნდა. Schiaparelli-ის ჩვენებაზე მისულ მომღერალი წითელი თვლებითა და გრიმით იყო დაფარული. 

როგორც მოდის სახლის ინსტაგრამზე ვკითხულობთ, Doja Cat-ს სახესა და ტანზე 30 000  სვაროვსკის თვალი ხელით დაამაგრეს. ცნობილია ისიც, რომ გრიმზე ვიზაჟსტმა პეტ მაკგრეთმა იმუშავა. მაგრეთის თქმით, გრიმის გაკეთებას 4 საათი და 58 წუთი დასჭირდა. ‘Საბოლოო შედეგი გასაოცარი იყო.” – აღნიშნა ვიზაჟისტმა და გრემის მგლობელ მომღერალს მოთმინებისათვის მადლობა გადაუხადა.

Schiaparelli-ის ჩვენებაზე მოდელებს შორის ნაომი კემპბელი, შელომ ჰარლოუ და ირინა შეიკი იყვნენ.  ოტ კუტიურის კოლექციის წარდგენისას მათ ეცვათ კოსტიუმები, რომლებზეც ცხოველების მასიური ზომის თავები იყო დამაგრებული. როგორც Schiaparelli-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა განმატა, ჩვენების  შთაგონება დანტე ალიგიერის „ინფერნოა“. ჩვენების შმდეგ, Schiaparelli-მ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და განმარტა, რომ  ცხოველების თავები ხელოვნური მასალისაგან არის შექმნილი „ჩვენების მზადებისას ცხოველებს ზიანი არ მიყენებიათ“ – აღნიშნულია გამოქვეყნებულ პოსტში. ჩვენებას სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით კაილი ჯენერი ესწრებოდა. Მას Schiaparelli-ის უახლესი კოლექციიდან ერთ-ერთი მთავარი მოდელი – ლომისთავიანი კოსტიუმი ეცვა.

ნახეთ დოჯა ქეთის იმიჯი, რომლითაც ვარსკვლაბვი Schiaparelli-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე Billboard-ის მე-13 ყოველწლიურ Women In Music ღონისძიებაზე. 2018 წლის 6 დეკემბერი, ნიუ-იორკი. ფოტო:ანჯელა უეისი

არიანა გრანდეს პასუხი კრიტიკაზე, თითქოს „იგი მომღერალი აღარ არის” 

შემდეგი სტატია

დუბაიში გამართულ კერძო კონცერტზე, ბიონსემ თავის ქალიშვილთან ერთად იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი