უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლის თავზე, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის ოპერა“  კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს

კონცერტი 24 თებერვალს გაიმართება.


ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის ოპერა“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავზე, სპეციალურ საღამოს გამართავს. კონცერტი 24 თებერვალს გაიმართება და ის ომის მსხვერპლთა გახსენებას და მათთვის პატივის მიგებას ეძღვნება. 

MET-ის მუსიკალური ხელმძღვანელის, იანიკ ნეზეტ-სეგუინის დირიჟორობით,  მოცარტის „რეკვიემი“ და ბეთჰოვენის „სიმფონია № 5“ შესრულდება. კონცერტზე აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგებიან: სოპრანო – გოლდა შულცი, მეცო-სოპრანო –  ემილი დიანჯელო, უკრაინელი ტენორი – დმიტრო პოპოვი და ასევე უკრაინელი ბას-ბარიტონი – ვლადისლავ ბუიალსკი. 

მოცარტის „რეკვიემი“ ომის უდანაშაულო მსხვერპლთა გასახსენებლად შესრულდება, ხოლო ბეთჰოვენის „სიმფონია № 5“  მოსალოდნელი გამარჯვების ნიშნად გაჟღერდება“ – განაცხადა MET-ის  გენერალურმა მენეჯერმა, პიტერ გელბმა.

კონცერტი რადიოს მეშვეობით გადაიცემა. ღონისძიების მხარდამჭერი „უკრაინაში გაეროს მუდმივი მისია“ და „ლინკოლნის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრია“. კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 50 დოლარია. მათი გაყიდვა კი პირველი თებერვლიდან დაიწყება. ბილეთებიდან  მიღებული თანხა უკრაინის დასახმარებლად, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სათბური“ –  ხუთი ქალი არტისტის ერთობლივი მულტიმედია პროექტი სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

შემდეგი სტატია

დუა ლიპა 2022 წლის 11 ნოემბერს მელბურნში. ფოტო: კრის პუტნამი

დუა ლიპამ „ევროპის ბრწყინვალების ჯილდო“ მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი