დუა ლიპამ „ევროპის ბრწყინვალების ჯილდო“ მიიღო

მას ეს პატივი მუსიკის საშუალებით ევროპული კულტურის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენისთვის ხვდა წილად.
დუა ლიპა 2022 წლის 11 ნოემბერს მელბურნში. ფოტო: კრის პუტნამი
დუა ლიპა 2022 წლის 11 ნოემბერს მელბურნში. ფოტო: კრის პუტნამი

დუა ლიპამ ჯილდოების საკმაოდ დიდი კოლექცია დააგროვა. „გრემის“, Brit Awards-ის, „გინესის“ მსოფლიო რეკორდის სიას სულ ახლახან ევროპის „ბრწყინვალების ჯილდო“ მიუმატა. 

პოპ ვარსკვლავმა ჯილდო გასულ კვირას მიიღო, რომელიც  მუსიკის საშუალებით ევროპული კულტურის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენისთვის ხვდა წილად.

დუა ლიპა ალბანელი წარმოშობის ბრიტანელი არტისტია. 2022 წლის მარტში მისმა სიმღერამ Levitating – ბილბორდის საუკეთესო ასეულში სამოცდამეათე ადგილი დაიკავა. 

ESNS-ის ფესტივალის ფარგლებში დუა ლიპას ჯილდო Eurosonic Noorderslag 2023-ის დროს გრონინგენში გადაეცა. გასულ წელს მომღერალი კოსოვოში საპატიო ელჩად დაასახელეს. დუა ლიპა პირველად ESNS-ში 2016 წელს მოხვდა და მომდევნო წელს, ევროპის კინემატოგრაფიული და მუსიკის ჯილდო (MMEA) „ნიუქამერის“ – წლის ახალწვეულის ჯილდო  მიიღო.

ოცდაშვიდი წლის არტისტი მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Vogue-ის გამოცემის თანახმად, 18 იანვარს მომღერალმა 2023 წლის A-კატეგორიის მოდის ღონისძიების თანათავმჯდომარე გახდა. ეს ღონისძიება ყოველი წლის მაისის თვის, პირველ ორშაბათს იმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლის თავზე, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის ოპერა“  კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

კრისი ტეიგენი ამბობს, რომ შურს ყველასი, ვინც ბიონსეს დუბაის კონცერტს დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი

ჯასტინ ბიბერის SWAG პოპვარსკვლავის შესახებ ბოლო დროს დაგროვებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს

Pop Shop Podcast-ში კეტი და კეითი საუბრობენ ბიბერის მეშვიდე სტუდიურ ალბომსა და მის მოულოდნელ გამოცემაზე.
მეტი