ჰარი სტაილსი 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

დაჯილდოებაზე მუსიკალური ნომრით ასევე წარდგებიან: ლიზო, Bad Bunny, მერი ჯეი ბლაიჯი, ბრენდი კარლაილი, ლუკ კომბსი, სტივ ლეისი, ასევე სემ სმითისა და კიმ პეტრასის დუეტი.

ჰარი სტაილსი 2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრით წარდგება. ღონისძიება 5 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სტაილსი „გრემის“ ექვს ნომინაციაზეა წარდგენილი. ჰარი სტაილსის დასახელებამდე, ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ცერემონიაზე გამომსვლელი სხვა შემსრულებლების ვინაობაც გაამხილა. დაჯილდოებაზე მუსიკალური შოუთი ასევე წარდგებიან: ლიზო, Bad Bunny, მერი ჯეი ბლაიჯი, ბრენდი კარლაილი, ლუკ კომბსი, სტივ ლეისი, ასევე სემ სმითისა და კიმ პეტრასის დუეტი.

ცერემონიაზე გამომსვლელ არტისტთა უმრავლესობა დაჯილდოების ოთხ მთავარ კატეგორიაშია ნომინირებული. წლის ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციაში ვერ მოხვდა სემ სმითის კომპოზიცია Unholy, რადგან ის ნომინირებისათვის საჭირო ვადაზე გვიან გამოვიდა. ამის ნაცვლად, Unholy დუეტის/ჯგუფის მიერ პოპ სიმღერის საუკეთესო შესრულების ნომინაციაზე წარადგინეს.  

რაც შეეხება ჰარი სტაილისს, მან „გრემის“ დაჯილდოებაზე ორი წლის წინაც იმღერა და ჰიტი – Watermelon Sugar შეასრულა. მომღერალმა ამ წელს პოპ სიმღერის საუკეთესო სოლო შესრულებისათვის პირველი „გრემი“ მოიპოვა. 

„გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების 65-ე ცერემონია ლოს ანჯელესში მდებარე Crypto.com Arena-ზე გაიმართება. ღონისძიებას „ემის“ მფლობელი კომედიანტი ტრევორ ნოა გაუძღვება. შოუ პირდაპირ ეთერში ტელეარხ CBS-ზე და სტრიმინგ სერვის Paramount+-ზე გადაიცემა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ქეილი თავისი ახალი ალბომის შესახებ

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი ემანუელ მაკრონს შეხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი