ბიორკი 2023 წლის ტურნეს აანონსებს

ტურნე შემოდგომაზე ევროპის მასშტაბით გაიმართება.
ბიორკი
Santiago Felipe

ბიორკმა თავისი ბოლო ტურნე Cornucopia ამჯერად ევროპაში დააანონსა. 

„Cornucopia ყოველთვის ჩაფიქრებული იყო, როგორც საერთო სივრცე ორი ალბომის – Utopia-სა და მას შემდეგ გამოცემული Fossora-სთვის. ბედნიერი ვარ, რომ ეს ორი სამყარო ამ შემოდგომას სამხრეთ ევროპაში შეერთდება,” – აღნიშნა მომღერალმა.

თავდაპირველად შოუ Cornucopia ბიორკის მეცხრე ალბომზე Utopia-ზე იყო დაფუძნებული. წელს კი ტურნე გადაკეთდება და მომღერლის ახალ ალბომს Fossora-საც მოიცავს. Fossora საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში გრემიზეა წარდგენილი.

ბიორკის ევროპული ტურნე პირველ სექტემბერს ლისაბონში დაიწყება. მადრიდის, მილანის, პრაღის, ვენისა და ევროპის სხვა ქალაქების შემდეგ კონცერტების სერია 5 დეკემბერს ბორდოში დასრულდება. ტურნეს ბილეთები სამი თებერვლიდან გაიყიდება. 

ნახეთ ბიორკის პოსტი და ტურნეს განრიგი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოზბორნმა ტურნეები დაასრულა, თუმცა აღნიშნა: „ჩემი მიზანია, სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე”

შემდეგი სტატია

მადონამ Wednesday-ს პოპულარული ცეკვის ტრენდს საკუთარი მოძრაობები შემატა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი