მადონამ Wednesday-ს პოპულარული ცეკვის ტრენდს საკუთარი მოძრაობები შემატა 

„ველოდებით ლედი გაგას კომენტარს” – წერენ ფანები.
მადონა
Ricardo Gomes

მადონა TikTok-ზე Wednesday-ს პოპულარულ ცეკვას ცეკვავს. Რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერპრეტაციით.

ვიდეოში პოპვარსკვლავი თავის გრანდიოზულ გარდერობის ოთახში დგას და ლედი გაგას Bloody Mary-ს აჩქარებულ ვერსიაზე Wednesday-ს მოძრაობებს ასრულებს. თუმცა ცნობილ ცეკვას მადონამ თავისი მოძრაობებიც შემატა. 

მადონასა და ლედი გაგას შორის კავშირს მათი გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია ხედავენ. ცოტა ხნის წინ მადონამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდიდა ფანებს, რომლებმაც მისი ტურნეს ბილეთები შეიძინეს. „მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი გოგო ვარ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით და ამ მომენტს ერთად გავიზიარებთ.” მადონას ფანებს შორის ვიდეოს ლედი გაგაც გამოეხმაურა და კომენტარი დაწერა: „გვიყვარხარ M.”

ახლა კი გამომწერები მადონას ახალ ვიდეოზე უკომენტარებენ: „ველოდებით ლედი გაგას კომენტარს.”

ნახეთ მადონას ცეკვის ვიდეო Bloody Mary-ზე

@madonna

♬ original sound – heyy
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიორკი 2023 წლის ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს, სახელწოდებით The Killer მუსიკალურად გააფორმებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი