„გრემის“ დაჯილდოების 65-ე ცერემონიაზე ბიონსემ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, მომღერალი 32 გრემის ფლობს. ამ რაოდენობით, მან ჩამოიტოვა დირიჟორი სერ გეორგ შოლტი, რომელიც ამ დრომდე, დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტ – 31 „გრემის“ ფლობდა.
ბიონსეს სიმღერისათვის – Break My Soul „გრემი“ საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის კატეგორიაში გადასცეს. მან ასევე გაიმარჯვა საუკეთესო R&B შესრულების და საუკეთესო R&B სიმღერის კატეგორიებში. მომღერლის ალბომი Renaissance კი საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონულ ალბომად დასახელდა.
ვარსკვლავი „გრემის“ დაჯილდოების ტრიუმფატორის სტატუსს უკვე მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. 2010 წელს ბიონსე პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელმაც ერთ ცერემონიაზე ექვსი „გრემი“ მიიღო. 2020 წელს კი ბიონსე ყველაზე მეტი „გრემის“ მფლობელ ქალ არტისტად იქცა.
2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.