„გრემის“ ცერემონიაზე მუსიკალური ნომრის შესრულებისას, ჰარი სტაილსი სცენაზე გამორჩეული იმიჯით წარდგა

Harry’s House წლის ალბომად დასახელდა და სტაილსმა ნამუშევრისათვის „გრემი“ მიიღო

2023 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე მუსიკალური ნომრით ჰარი სტაილსი წარდგა. მომღერალმა თავისი ჰიტი – As It Was შეასრულა. სტაილსმა შოუ მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად დაიწყო. ისინი წრიულად მოძრავ სცენაზე გამოჩნდნენ. 

ქორეოგრაფიულ გაფორმებასთან ერთად, განსაკუთრებით ეფექტური იყო ჰარი სტაილსის ვერცხლისფერი კაშკაშა სასცენო კოსტიუმი, რომელიც შოუს დინამიკურობას მატებდა. ჰარი სტაილსის მუსიკალურ ნომერს აუდიტორიის დიდი ოვაციები მოჰყვა. 

გარდა მუსიკალური შესრულებისა, მომღერალმა გრემიც მიიღო. Harry’s House გამარჯვებულად წლის ალბომის და საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დასახელდა. 

2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე „გრემის“ ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია

შემდეგი სტატია

კიმ პეტრასმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც „გრემი“ მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი