Papsa – Melqo-ს განსხვავებული პაპსა

„მჯერა, რომ არსებობს კარგი და გულწრფელი პაპსა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს.”
Melqo

Melqo (დათო მანჩხაშვილი) ახალ სიმღერას აზიარებს სახელწოდებით Papsa. მარტივი სიმღერით სიყვარულზე, რომლის მუსიკა და ტექსტიც თავადვე ეკუთვნის, ავტორს პაპსაზე საზოგადოების წარმოდგენების შეცვლა სურს. 

Melqo:

„პირდაპირ Papsa დავარქვი, რადგან მჯერა, რომ არსებობს კარგი და გულწრფელი პაპსა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. Რაღაც ისეა მიღებული საზოგადოებაში, რომ პაპსა „ტეხავს” და ცუდია და მე პირიქით მგონია. Მე მჯერა, რომ პაპსა შეიძლება იყოს კარგი. ნებისმიერ ჟანრში და მუსიკალურ მიმდინარეობაში შეიძლება იყოს უსულო და გაყიდვაზე ორიენტირებული პროდუქტი და კარგი მუსიკაც. 

ჩემი პაპსა ნამდვილია და ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია. Მას არ აქვს იმ პაპსას უარყოფითი დამახასიათებელი თვისებები, რის გამოც ეგ ჟანრი არ მოსწონთ – ესაა სიყალბე და მხოლოდ გაყიდვაზე ორიენტირება, არანაირი ფოკუსი იმაზე, რომ მართლა გულწრფელი მესიჯები იდოს, ემოციურად დატვირთული იყოს. Მე კი ვცდილობ,  ჩამოვრეცხო ეგ სახელი და ხალხს ვანახო, რომ სულიანი პაპსაც არსებობს, კარგი, ნამდვილი გრძნობებით სავსე. თან ისე მოხდა, რომ ტექსტის მეორე ნაწილის წერაში ჩემი მეგობარი გოგონაც დამეხმარა და ეგ ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამიტომაც არის ნამდვილი. მართლა ისე იყო, როგორც სიმღერაში – ერთად ვისხედით, ჩაის ვსვამდით თავშესაფარში, ვღიღინებდით და ვწერდით ამ სიმღერას. 

თან პაპსა რატომაა იცით კარგი? ბევრი ადამიანი მოუსმენს და კარგი მესიჯები მინდა ჩავდო, რომ ყველასთან მივიდეს. პირველი მესიჯი ჩემთვის ზრუნვაა. ყველანაირ ურთიერთობაში, სასიყვარულო იქნება ეს თუ მეგობრული, ზრუნვა არის აბსოლუტური.

და კიდევ ერთი – მინდა დავამტკიცო, რომ არ „ტეხავს”, როცა შენი საქმე იყიდება. Რაც კარგად გამოგდის, ის უნდა გაყიდო, თუ გინდა, რომ სფერო განვითარდეს და უკეთესი პროდუქტი აკეთო.”

უახლოეს მომავალში Melqo ახალი სიმღერებისა და ვიდეოკლიპის გამოშვებას გეგმავს. 

მოისმინეთ Papsa

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭების“ ლაივ კონცერტი დედაენის ბარში

ბაჩო ჯიქიძე & „ესთეტი ბიჭების“ ლაივ კონცერტი დედაენის ბარში

შემდეგი სტატია

„უკრაინის თვე“ –  მულტიფუნქციური სივრცე  „ფაბრიკა“  უკრაინელი არტისტების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი