„უკრაინის თვე“ –  მულტიფუნქციური სივრცე  „ფაბრიკა“  უკრაინელი არტისტების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას იწყებს

„ფაბრიკა“ საქართველოს პირველი წარმომადგენელია პროექტში, სახელწოდებით ‘Re:Source Ukraine’, რომელიც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი არტისტების მხარდასაჭერად შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა.


მულტიფუნქციური სივრცე „ფაბრიკა“ უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სახელოვნებო აქტივობებს იწყებს. „ფაბრიკა“ საქართველოს პირველი წარმომადგენელია პროექტში –  Re:Source Ukraine, რომელიც უკრაინელი არტისტების მხარდასაჭერად შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა.  2023 წლის თებერვლიდან მთელი წლის განმავლობაში, „ფაბრიკა“ შვიდ ევროპულ კულტურულ ორგანიზაციასთან ერთად,  სხვადასხვა ღონისძიების და ინიციატივის ფარგლებში  Re:Source Ukraine-ს აქტიურად დაუჭერს მხარს. 

Re:Source Ukraine-ის ფარგლებში ფაბრიკა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა „უკრაინის თვე“, რომელიც სიმბოლურად ეხმიანება  ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას. „უკრაინის თვე“ მოიცავს ღონისძიებების სერიას, რომლებიც  24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით გაიმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი და ადგილობრივი არტისტების მოზიდვას, რათა საკუთარი შემოქმედება სხვადასხვა მიმართულებით წარმოაჩინონ – მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სემინარში, ფილმის ჩვენებებში, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ გამოფენებსა და კონცერტებზე. 

Re:Source Ukraine-ის მიზნობრიობისა და კონცეფციის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობების მიზანია,  რესოციალიზაციასა და საკუთარი შემოქმედებით რეალიზებაში იმ უკრაინელ არტისტებს დაეხმაროს, რომლებსაც ომის გამო საკუთარი ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწიათ. დაგეგმილი ღონისძიებების სერია მნიშვნელოვან კავშირს შექმნის მათსა და ქართველ ხელოვანებს შორის. 

როგორც „ფაბრიკა“-ს სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სულ მალე  „უკრაინის თვის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დამატებითი დეტალები და პროგრამა გამოქვეყნდება. 

ამჟამად, პროექტის ორგანიზატორები  უკრაინელ არტისტებს დაგეგმილ აქტივობებში ჩართვის მიზნით იწვევენ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა შეავსონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Papsa – Melqo-ს განსხვავებული პაპსა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსისა და ლიზოს თბილი შეხვედრა 2023 წლის გრემიზე: ნახეთ ფოტოები

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი