ემინემის ქალიშვილი ჰეილი ჯეიდი დაინიშნა

მუსიკოსს ამერიკულმა დუეტმა Aly & AJ და მომღერალმა სკაილარ გრეიმ ქალიშვილის ნიშნობა მიულოცეს.
ჰეილი ჯეიდ მეთერსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ოცდამეჩვიდმეტე ცერემონიაზე, Microsoft Theatre-ში. 2022 წლის 5 ნოემბერი. ფოტო: კევინ მაზური.
ჰეილი ჯეიდ მეთერსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ოცდამეჩვიდმეტე ცერემონიაზე, Microsoft Theatre-ში. 2022 წლის 5 ნოემბერი. ფოტო: კევინ მაზური.

ემინემის ქალიშვილი ჰეილი ჯეიდი დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა. 

„შაბათ-კვირის მიმოხილვა…2.4.23 მე შენ მიყვარხარ @evanmcclintock11“. – დაწერა ჰეილი ჯეიდმა, მისი საქმროს – ევან მაკკლინტოკის მისამართით.

მიუხედავად იმისა, რომ ჰეილის მამას, ცნობილ რეპერს – ემინემს ამის შესახებ საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებია, რეპერს მეგობრებმა სოციალურ მედიაში მიულოცეს.

„როგორ გაზრდილხარ ჰეილი, გილოცავ“ – მიულოცეს Aly & AJ-მ, ამერიკელმა მომღერალმა სკაილარ გრეიმ კი შემდეგი კომენტარი დატოვა: „ექიმი მჭირდება, გილოცავთ…“

წლის დასაწყისში 50 Cent-მა განაცხადა, რომ ის ამჟამად ემინემთან მუშაობს, რათა 2001 წელს გადაღებული ავტობიოგრაფიული ფილმი – 8 Mile, სატელევიზიო სერიალად აქციოს. 

იხილეთ ჰეილი ჯეიდის ნიშნობის განცხადება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SNL-ის ახალ ეპიზოდს ვუდი ჰარელსონი წაიყვანს, მუსიკალური სტუმარი კი ჯეკ უაიტი იქნება

შემდეგი სტატია

Pink Floyd-ის სიმღერების ტექსტების ავტორმა, პოლი სემსონმა როჯერ უოტერსს მიზოგინი, ანტისემიტი და პუტინის აპოლოგეტი უწოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი