Depeche Mode-მა ახალი სინგლი და ვიდეო გააზიარა

სიმღერას სახელწოდებით Ghost Again შავ-თეთრი ვიდეოკლიპი ახლავს.
DEPECHE MODE
Anton Corbijn

Depeche Mode-მა ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გააზიარა და ალბომის  გამოცემის თარიღიც გაამხილა. 

ვიდეოკლიპში დეივ გეენი და მარტინ გორი ცარიელ ქუჩაში ერთნაირი ხელჯოხებით დადიან, რომლებზეც თავის ქალებია გამოსახული. შემდეგ კი შენობის სახურავზე ჭადრაკის პარტიის სათამაშოდ სხდებიან.

„ვიცით, რომ ისევ მოჩვენებები გავხდებით” – მღერიან მისამღერში.

„ჩემთვის Ghost Again მელანქოლიისა და სიხარულის იდეალურ ბალანსს იჭერს” – თქვა გეენმა. გორმა კი დაამატა: „ხშირად არ ხდება ისე, რომ ისეთ სიმღერას ვწერთ, რომლის მოსმენაც არ მბეზრდება. ბედნიერი ვარ, რომ მისი გაზიარება შეგვიძლია.”

Ghost Again ჯგუფის  მე-15 სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით Memento Mori შედის, რომელიც 24 მარტს გამოვა. ეს 2017 წლის შემდეგ ბენდის პირველი სტურიური ალბომი იქნება. (ასევე პირველი ალბომი იქნება მათი წევრის, ენდი ფლეტჩერის გარდაცვალების შემდეგ.)

ნახეთ Depeche Mode-ის ვიდეოკლიპი სიმღერაზე Ghost Again.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ ანიმაციურ სერიალში მეთიუ მაკკონაჰი ელვის პრესლის ახმოვანებს: ნახეთ პირველი ტრეილერი

შემდეგი სტატია

ორიგინალური კონცეფციის ახალი მუსიკალური ვიდეო „მგზავრებისგან“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი