ორიგინალური კონცეფციის ახალი მუსიკალური ვიდეო „მგზავრებისგან“

ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი-კლიპი, რომლის ავტორი რეჟისორი ლადო კვატანიაა.


ჯგუფმა „მგზავრებმა“ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – „ვალსი“. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი-კლიპი, რომლის რეჟისორი ლადო კვატანიაა. რაც შეეხება კომპოზიციას, „ვალსი“ შესულია ჯგუფის ახალ ალბომში, სახელწოდებით – „ კამარა“

გიგი დედალამაზიშვილი:

„ვალსი“ არის პირველი კლიპი-სინგლი მგზავრების ახალი ალბომიდან “კამარა”, რომელიც ხუთი წელი იწერებოდა. ეს არის  ალბომი ბავშვობაზე – სიხარულის, ოჯახის, სიყვარულის, მშობლების, სამშობლოს აღქმაზე, მეგობრობისა და დანაკარგის პირველ შეგრძნებაზე – „კამარა“ აერთიანებს ათ ამბავს ჩვენი ბავშვობიდან. სიმღერა „ვალსი“ ადამიანის დანაკარგთან პირველ შეხვედრაზეა. კომპოზიცია განსხვავდება ჩანაწერის საერთო ჟღერადობისაგან, გარკვეულწილად განცალკევებულია.” 

მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა ერთი წელი გრძელდებოდა. გადაღებები საქართველოს მაღალმთიან სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. კლიპში  მთავარ როლებს აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და დათო დვალიშვილი ასრულებენ.

კლიპის რეჟისორმა ლადო კვატანიამ სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან ითანამშრომლა. როგორც კლიპების შემქმნელი, იგი შემდეგ შემსრულებლებთან გვხვდება: Cardi B & Kanye West, Manizha, Oxxxymiron, Monetochka, Noize MC და სხვა.

ლადო კვატანია:

„ადრეულ ასაკში საცხოვრებლის გამოცვლის გამო, ქართული დამავიწყდა. „ვალსის“ მოსმენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის სიტყვები არ მესმოდა, სცენარი დავწერე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად ემთხვეოდა კომპოზიციის გზავნილს. 2022  წლის დასაწყისში გადაღებებისთვის მზადება დავიწყეთ. ლოკაციების აღმოსაჩენი მოგზაურობისას, ზვავის საფრთხის გამო ქარბუქში მოვყევით. გაგვიმართლა, რომ რამდენიმე კვირა მთაში არ დავრჩით კომუნიკაციისა და პროდუქტის გარეშე და უვნებლად გადავრჩით. ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ, კლიპის გადაღებები 2022 წლის ოქტომბერში დავასრულეთ“

აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ვიდეოში შავ-თეთრი კადრები საარქივო მასალა არ არის – ისინი თავად რეჟისორს ეკუთვნის და რაჭასა და ბახმაროში, მაღალმთიან ქართულ სოფლებშია გადაღებული. 

შემოქმედებითი პერიოდი ორ ნაწილად დაიყო  – დოკუმენტური და მხატვრული. გადაღება Scoopic ფირზე დავიწყეთ, რომელსაც თავისი პლასტიკურობა და გამოსახულების ესთეტიკა აქვს. ამ პროცესში კამერა მწყობრიდან გამოვიდა და გადაღება 60-70-იანი წლების Bolex-ით გავაგრძელეთ, რამაც იგივე ქრონიკის ეფექტი მოგვცა. მიუხედავად რეალისტური ესთეტიკისა, ეს არ არის საარქივო მასალა, არამედ ახლა, ჩვენ მიერ არის გადაღებული. გადასაღებად  არჩეული  სოფლებისკენ გზა ტურისტული ნაკადისთვის ჩაკეტილია. ჩვენი გზაც დამღლელი იყო – არც თუ ისე ადვილი, მაგრამ ახლობლების დახმარებით, ამ ადგილებში მოხვედრა მოვახერხეთ და უნიკალური მასალა აღვბეჭდეთ“ – ამბობს ვიდეოს რეჟისორი, ლადო კვატანია. 

კლიპს სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის მუსიკალური ინდუსტრიის არაერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა გააზიარა. მათ შორის არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი  ჯამალა, რომელიც „ევროვიზიის სიმღერის კონკურსის“ გამარჯვებულია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode-მა ახალი სინგლი და ვიდეო გააზიარა

შემდეგი სტატია

SZA-ს დედის თქმით, ბედნიერია, რომ არტისტმა მას არ მოუსმინა და საკუთარ ოცნებებს მიჰყვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი