ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში Drake-ის ცვილის ფიგურა დადგეს

ცვილის ფიგურის ჩაცმულობის დიზაინი იმ სამოსით არის შთაგონებული, რომლითაც Drake 2021 წელს, Wireless Festival-ზე მოულოდნელად გამოჩნდა.

ლონდონში მდებარე „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში ვარსკვლავების ცვილის ფიგურებს შორის, Drake-ის სკულპტურაც გამოჩნდა. ლონდონის ფილიალი „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ბრენდის ძირითადი და ყველაზე დიდი სივრცეა. ეს მუზეუმი აერთიანებს ისეთი ცნობილი ადამიანების ფიგურებს, როგორებიც არიან: რიანა, არიანა გრანდე, მაილი საირუსი, ბიონსე და სხვები.

ცვილის ფიგურის ჩაცმულობის დიზაინი იმ სამოსით არის შთაგონებული, რომლითაც რეპერი 2021 წელს, Wireless Festival-ზე ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდა. სკულპტურაზე არტისტის გარეგნობისათვის დამახასიათებელი ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად არის გადატანილი, მათ შორის –  ტატუები, პირსინგები, ვარცხნილობა და ასე შემდეგ. როგორც „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცვილის ფიგურას Cartier-ისა და Van Cleef-ის აქსესუარების რეპლიკები უკეთია. 


„ლონდონის მიმართ სიყვარული Drake-მა არაერთხელ გამოხატა. ამის მაგალითია შემთხვევა, როცა Wireless Festival-ზე მოულოდნელად გამოჩნდა.“ – წერია „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ოფიციალურ განცხადებაში.  აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ცნობით, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ლონდონში სახლი იყიდა და ინგლისის დედაქალაქში ის დროს უფრო ხშირად  გაატარებს. „გვინდა, ჩვენი ქალაქის ქუჩებში თბილად დავხვდეთ და ვაჩვენოთ, რომ ამ სიყვარულის საპასუხოდ, მისი უკვდავყოფა ამ ღირსშესანიშნავ სივრცეში შეგვიძლია.“ – თქვა ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმ უოტერსმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრაიან უილსონი, კეროლ ბეიერ სეიჯერი და სხვები ბერტ ბაკარაკის გარდაცვალებას ეხმაურებიან: „მისი სიმღერები სამუდამოდ იცოცხლებს.”

შემდეგი სტატია

SZA ბილბორდის 2023 წლის ქალად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი