როგორც ჩანს, ხოაკინ ფენიქსის ჯოკერს მეორე ნაწილში სასიყვარულო თავგადასავალი ელის. Joker: Folie à Deux – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც 2019 წელს გადაღებული „ჯოკერის” სიქუელი იქნება.
რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა ინსტაგრამზე ხოაკინ ფენიქსისა და ლედი გაგას გმირების ახლო კადრი გაავრცელა. არსებობს ვარაუდი (ჯერ დაუდასტურებელი), რომ ლეგი გაგა ჰარლი ქუინის როლში იქნება.
„ვალენტინობას გილოცავთ” – დააწერა ფილიპსმა ფოტოს, რომელიც გმირების სასიყვარულო სცენას ასახავს.
ინფორმაცია „ჯოკერის” მეორე ნაწილში თამაშის შესახებ ლედი გაგამ აგვისტოში დაადასტურა, როცა ინსტაგრამზე მისი და ხოაკინ ფენიქსის ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ წელს ლედი გაგა ოსკარზეა წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის Top Gun: Maverick.
ნახეთ ტოდ ფილიპსის პოსტი