P!nk-მა რიგით მეცხრე ალბომი გამოუშვა. ალბომის შექმნასა და მისი სახელწოდების მნიშვნელობაზე მომღერალი Billboard-ს ესაუბრა.
„Სახელის დარქმევა ძალიან მარტივი იყო. ყოველდღიურად დგები საწოლიდან, იცვამ, ბავშვები მიგყავს სკოლაში, გაქვს პირადი ცხოვრება, ხარ მშობელი, მონაწილეობ არჩევნებში – ეს ყველაფერი დიდ ნდობას მოითხოვს. და ხშირად ისეთი გრძნობა გაქვს, რომ უკან ვარდები და არ იცი, სად არის მიწა.”
მომღერალმა ასევე ისაუბრა TikTok-ზე და პლატფორმაზე საკუთარი დამოკიდებულებაც გააზიარა. „რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მე ვაკეთებ და ეს ძალიან ნორმალურია ჩემთვის. ადამიანები, რომლებიც ჩემს შოუზე მოდიან, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე პოპის ფანი ვარ. მე მიყვარს The Beatles, მე მიყვარს ბროდვეი. მე სხვა დროიდან მოვდივარ და ჩემს თავთან მართალი უნდა ვიყო.”
მოუსმინეთ P!nk-ის ალბომს Trustfall