კრის მარტინი და ჰიუ ჯეკმანი 2023 წლის Global Citizen NOW სამიტის თავმჯდომარეთა შორის დასახელდნენ

კრის მარტინი და მსახიობი ჰიუ ჯეკმანი პოლიტიკურ, კორპორაციულ და ფილანთროპ ლიდერებს სამიტის პროგრამის ფარგლებში შეუერთდებიან.

კრის მარტინი და ჰიუ ჯეკმანი მასშტაბური ღონისძიების,  2023 წლის Global Citizen NOW სამიტის თავმჯდომარეთა შორის დასახელდნენ. ორდღიანი სამიტი 27 და 28 აპრილს, ნიუ იორკში გაიმართება.

კრის მარტინი Global Citizen-ის მუსიკალური ფესტივალის კურატორიც არის. წელს მარტინი და მსახიობი ჰიუ ჯეკმანი პოლიტიკურ, კორპორაციულ და ფილანთროპ ლიდერებს შეუერთდებიან. როგორც Global Citizen-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული –  „სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია, რომ იდეები ქმედებებად იქცეს და უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად გადაუდებელი ნაბიჯები გადაიდგას

სამიტში მონაწილე პოლიტიკური ლიდერების სიაში არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი მია მოტლი; განას პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

ფილანთროპულ სექტორს უერთდებიან ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, როგორებიც არის: ტექნოლოგიური კომპანია Verizon,  Ford Foundation, „ღია საზოგადოების ფონდი“ და სხვა. 

მონაწილეთა შორის ასევე არიან კანადის გარემოსა და კლიმატური ცვლილებების ყოფილი მინისტრი კატერინ მაკენა; კლიმატის დამცველი  აქტივისტი ვანესა ნაკატე; კლიმატის ცვლილებების გაეროს სამიტის – COP26-ის პრეზიდენტი ალოკ შარმა და ორგანიზაციის Education Cannot Wait აღმასრულებელი დირექტორი იასმინ შერიფი. 

საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან არაერთი ბრწყინვალე გონების, წამყვანი ხმების, მსოფლიო ლიდერების და აქტივისტების გაერთიანებით, Global Citizen NOW თანამშრომლობის ძალას წარმოაჩენს და მიმართულია იმ გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად, რაც კაცობრიობისა და ჩვენი პლანეტის წინაშე დგას.“ – აღნიშნულია Global Citizen-ის პრეს-რელიზში.

Global Citizen NOW სამიტის დამატებითი დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი ნიუ-იორკში, 2022 წლის 2 სექტემბერი, ფოტო: ლოიდ უეიკფილდი

ჰარი სტაილსმა ავსტრალიის კონცერტის დროს სცენაზე ფეხსაცმლიდან სასმელი დალია

შემდეგი სტატია

Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი