P!nk კომენტარებს პასუხობს იმის შესახებ, რომ მან ჩრდილი მიაყენა ყოფილ პარტნიორს კრისტინა აგილერას.
მომღერალმა Lady Marmalade-ის ვიდეოს შეფასებისას თქვა: „ეს არც ისეთი სახალისო იყო. მე მხოლოდ გართობა მაინტერესებს. იქ კი უფრო აურზაური იყო. თუმცა კიმი და მაია საყვარლები იყვნენ.”
ინტერნეტში ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ P!nk-მა „საყვარლების” სიიდან კრისტინა აგილერა განზრახ გამოტოვა, რითაც მას ჩრდილს აყენებდა. კომენტარებს თავად P!nk გამოეხმაურა:
„ყველანი სულელები ხართ. თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ არავის არ ვაყენებ ჩრდილს იმის მოყოლით, რაც რეალურად მოხდა. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი დრამა. თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, ცოტა დაკავებული ვარ გაყიდვით. გაყიდვაში ვგულისხმობ ბილეთებს და ალბომებს. და კიდევ, მე კრისტინას ტუჩებში ვაკოცე. მისი უკანალის კოცნა არ მჭირდება.”
წლების წინ P!nk-მა აღიარა, რომ Lady Marmalade-ში მისი და კრისტინას ეგოები ერთმანეთს დაეჯახა.
„ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან ახლები ამ ყველაფრისთვის. მე ვფიქრობდი, რომ მე ვარ პირველი. ის ფიქრობდა, რომ ის არის პირველი,” – თქვა მომღერალმა 2017 წელს.
ნახეთ P!nk-ის პოსტები კრისტინა აგილერაზე:
Y’all are nuts
— P!nk (@Pink) February 19, 2023
Xtina had shit to do with who was on that song.If you don’t know by now- I’m not “shading” someone by telling it over and over and over what actually happened.
I’m zero percent interested in your fucking drama.
If you haven’t noticed- I’m a little busy selling https://t.co/f9RLuotptf
And by selling- I mean tickets and albums and bake sales and shit
— P!nk (@Pink) February 19, 2023
Also- I kissed xtinas mouth. I don’t need to kiss her ass. https://t.co/f9RLuotptf
— P!nk (@Pink) February 19, 2023