Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა

არტისტმა მოდის სახლ Pressiat-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.


მომღერალი Halsey პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდელის სტატუსით წარდგა.

პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებაზე პირველად გავიარე“ – აღნიშნა Halsey-მ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. არტისტმა მოდის სახლ Pressiat-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. Halsey-იმ სოციალური მედიის მეშვეობით ბრენდის დიზაინერსა და შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოლექცია განსაკუთრებულად მოეწონა. „მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი კოლექციისა და შოუსათვის“ – წერია პოსტის აღწერაში. 

გამოქვეყნებულ ფოტოში მომღერალს ფრანგული ბრენდის ახალი კოლექციიდან ცხოველის პრინტით გაფორმებული ასიმეტრიული შავი კაბა აცვია და გამოკვეთილი მაკიაჟით პოზირებს.

გასულ კვირას, მომღერალმა Post Malone-თან დუეტში ჩაწერილი კომპოზიციის – Die 4 Me-ის სოლო ვერსია გამოუშვა. თებერვლის დასაწყისში, Halsey-მ მუსიკალურ კარიერაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მისი ჰიტი Without Me „ბრილიანტის სტატუსის“ მფლობელი გახდა. ამ სტატუსს „ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია“ კომპოზიციას მაშინ ანიჭებს, როცა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მუსიკალური ნამუშევრის გაყიდვები  და სტრიმები ათ მილიონ ერთეულს მიაღწევს. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობას გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა გაამხილა, რომ სერიალის – Only Murders in the Building ახალ სეზონში ჯესი უილიამსი მიიღებს მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი