სელენა გომესმა გაამხილა, რომ სერიალის – Only Murders in the Building ახალ სეზონში ჯესი უილიამსი მიიღებს მონაწილეობას

სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე გომესი და Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავი საგრიმიოროში პოზირებენ.


ჯესი უილიამსი სერიალის – Only Murders in the Building სამსახიობო შემადგენლობას უერთდება. ეს ამბავი სერიალის მთავარი როლის შემსრულებელმა სელენა გომესმა Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაამხილა. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე გომესი და Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავი საგრიმიოროში პოზირებენ. 

Only Murders in the Building კომედიური დეტექტივია, რომელშიც სელენა გომესთან ერთად, მთავარ როლებს მარტინ შორტი და სტივენ მარტინი ასრულებენ. მაყურებელმა სერიალის ორი სეზონი უკვე იხილა. მეორე სეზონის ბოლოს, მაყურებლისათვის მოულოდნელად, ერთ-ერთ სცენაში პოლ რადიც გამოჩნდა. სიუჟეტის მიხედვით, მის პერსონაჟს გარდაცვლილს პოულობენ. როგორც ცნობილია Only Murders in the Building-ის ახალი ეპიზოდები სწორედ ამ მკვლელობის გამოძიებაზე იქნება ფოკუსირებული.

გარდა ჯესი უილიამსისა, სერიალის მესამე სეზონის სამსახიობო გუნდს  Emily in Paris-ის ვარსკვლავი ეშლი პარკიც შეუერთდა. 

Only Murders in the Building ახალი ეპიზოდებით კვლავაც Hulu-ზე დაბრუნდება, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ქეით ბლანშეტი Sparks-ის ახალ მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი