ლენი კრავიცი 2023 წლის ოსკარის ცერემონიის მემორიალურ ნაწილში იმღერებს. განცხადება შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერებმა გააკეთეს. ისინი ეტაპობრივად აანონსებენ იმ შემსრულებელთა ვინაობას, ვინც 95-ე ოსკარის სცენაზე წარდგება. უკვე გამოაცხადდა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილი ხუთი სიმღერიდან ოთხის შესრულება. ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ ლედი გაგას გამოსვლა სიმღერით Hold My Hand კინოფილმისთვის Top Gun: Maverick.
რაც შეეხება ოსკარის მემორიალურ ნაწილს, გასულ წლებში ცერემონიის ამ ბლოკში უმღერიათ ბარბრა სტრეიზანდს, ჯენიფერ ჰადსონს, დეივ გროლს, ბილი აილიშს და ფინეასს, ედი ვედერს და სხვა ვარსკვლავებს.
მემორიალურ ნაწილში გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ კინოინდუსტრიის ორასზე მეტ წარმომადგენელს.
ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია 12 მარტს გაიმართება და მას ჯიმი კიმელი გაუძღვება.