მაილი საირუსი ახალი ვიდეოკლიპის „თიზერს” აქვეყნებს

მაილი საირუსი
Brianna Capozzi*

მერვე ალბომის გამოცემამდე მაილი საირულმა ისიც გაამხილა, რომ სიმღერაზე River ვიდეოკლიპი გადაიღო, რომელიც ალბომთან ერთად დღეს, 10 მარტს გამოვა. ინსტაგრამზე მომღერალმა ვიდეოკლიპის 13-წამიანი „თიზერი” გამოაქვეყნა, რომელშიც საირუსის შავ-თეთრ კადრებს ვხედავთ.

მომღერალს სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია. Რაც შეეხება ახალ ალბომს, საირუსის თქმით, ის ორ ნაწილად იქნება გაყოფილი – AM და PM. 

„AM ჩემთვის არის დილა, როცა ენერგიისა და ახალი შესაძლებლობების მოზღვავებას გრძნობ. ეს ახალი დღეა. ღამე  მუქი და უსუფთაოა, მაგრამ ამავე დროს – გლამურული. Საღამო კი შესანიშნავი პერიოდია დასვენებისთვის. ეს ძალების აღდგენის დროა.”

ვიდეოკლიპთან ერთად დღეს საირუსი ახალ, რიგით მერვე ალბომს წარადგენს. Endless Summer Vacation-ში შესულია მისი ახალი ჰიტიც Flowers.

ნახეთ მაილი საირუსის მიერ გამოქვეყნებული „თიზერი”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პარიზ ჰილტონი 2022 წლის 2 ივნისს სანტა მონიკაში, კალიფორნია. ფოტო: აქსელ ბაუერ-გრიფინი

როგორ აღნიშნავენ პარიზ ჰილტონი, სელენა გომესი, P!nk და სხვა ვარსკვლავები ქალთა საერთაშორისო დღეს სოციალურ მედიაში

შემდეგი სტატია

ჯიმი ფელონი სადღესასწაულო ალბომზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი