2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე რიანამ Lift Me Up ცოცხლად შეასრულა

ფილმში – Black Panther: Wakanda Forever შესრულებული ბალადისათვის, სახელწოდებით Lift Me Up, მომღერალმა ამერიკის კინოაკადემიისაგან ოსკარის ნომინაცია მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოება. ფოტო: კევინ უინტერი.

2023 წლის ოსკარის დაჯილდოების მონოლოგში ჯიმი კიმელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ  ცერემონიას რიანა ესწრებოდა. ფილმში – Black Panther: Wakanda Forever შესრულებული ბალადისათვის, სახელწოდებით Lift Me Up, მომღერალი ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარზე  წარადგინა. რიანასთვის ეს ოსკარის პირველი ნომინაციაა. დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას ვარსკვლავი სცენაზე წარდგა და სიმღერა ცოცხლად შეასრულა. მომღერალი  სცენაზე Black Panther: Wakanda Forever-ის მსახიობმა, დანაი გურირამ მოიწვია. 

Lift Me Up ის კომპოზიციაა, რომლითაც რიანა მუსიკალურ სცენას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გამოსვლიდან მალევე, სიმღერამ Billboard Hot 100-ის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა.

რიანას შესრულებას  აუდიტორიის დიდი ოვაციები მოჰყვა. კადრში აჩვენეს მომღერლის პარტნიორი რეპერი A$AP Rocky, რომელიც ამ მომენტს დასამახსოვრებელი რეაქციით შეხვდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე საბოლოოდ მაინც იმღერებს

შემდეგი სტატია

საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის ოსკარი კომპოზიტორ ვოლკერ ბერტელმანს გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი