„ვოისის” 23-ე სეზონის შემდეგ Ბლეიკ შელტონი შოუს დაემშვიდობება. თუმცა მისი ყოფილი კოლეგა ადამ ლევინი ერთადერთია, ვინც ამ ამბავს მწუხარებით არ შეხვდა.
„ეს დროის ამბავია” – იხუმრა ლევინმა „ოსკარის“ დაჯილდოების წვეულებაზე. მუსიკოსები მწვრთნელის სკამებზე ერთად 16 სეზონის განმავლობაში ისხდნენ, სანამ 2019 წელს Maroon 5-ის სოლისტი შოუს დატოვებდა.
შელტონმა „ვოისიდან“ წასვლა ოქტომბერში დააანონსა. „ამ შოუმ ჩემი ცხოვრება ყველა მხრივ უკეთესობისკენ შეცვალა და ის ჩემთვის ყოველთვის სახლთან ასოცირდება,” – დაწერა ქანთრის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში. „ეს იყო სკამების ტრიალის თორმეტწლიანი საოცარი მოგზაურობა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას: ყველა პროდიუსერს, მუსიკოსს, გუნდის წევრს. თქვენ საუკეთესოები ხართ. კვირაში ორი ლაივ შოუს გაკეთება დიდ შრომას, ენთუზიაზმსა და სასმელს მოითხოვს” – იხუმრა შელტონმა.
სტატისტიკურად, მოგებული სეზონების მიხედვით, შელტონი „ვოისის” საუკეთესო მწვრთნელად რჩება. 22 სეზონის განმავლობაში მის გუნდს 9-ჯერ აქვს მოგებული.
ქანთრის სუპერვარსკვლავმა, რომელიც „ვოისში“ პირველივე სეზონიდან მონაწილეობს, ახლახან სხვა მწვრთნელებთან ერთად მიცემულ ინტერვიუში თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ამაზე პანდემიამდე ვფიქრობდი, მაგრამ მერე უკვე, როცა კოვიდმა შემოგვიტია, არ მინდოდა, რომ შოუ ასეთ დროს დამეტოვებინა და ამით ყველასათვის პრობლემები შემექმნა. ამ შოუმ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ვთქვი, რომ დავრჩებოდი, სანამ მსოფლიო ისევ ნორმალურ ცხოვრებას არ დაუბრუნდებოდა.”