ნაილ ჰორანმა წმინდა პატრიკის დღე ჯო ბაიდენთან ერთად თეთრ სახლში გაატარა

„წმინდა პატრიკის დღესასწაულს მარტო ვერ აღვნიშნავდი” – დააწერა ჰორანმა ჯო ბაიდენთან ერთად გადაღებულ ვიდეოს.
ნაილ ჰორანი და ჯო ბაიდენი წმინდა პატრიკის დღეზე თეთრ სახლში
ANDREW CABALLERO-REYNOLDS/AFP via Getty Images

ნაილ ჰორანმა მისი ირლანდიური მემკვიდრეობა წმინდა პატრიკის დღეზე თეთრ სახლში ჩაიტანა. მომღერალმა ინსტაგრამზე ჯო ბაიდენთან ერთად გადაღებული ვიდეო გააზიარა.

ვიდეოში ჰორანი გამომწერებს დღესასწაულს ულოცავს, შემდეგ კამერას ჯო ბაიდენისკენ ატრიალებს. Პრეზიდენტი მომღერალს ხელს ჰხვევს და აღნიშნავს, რომ მოხარულია მისი იქ ყოფნით.

„წმინდა პატრიკის დღეს მარტო ვერ აღვნიშნავდი,” – დააწერა ჰორანმა ვიდეოს.

ირლანდიელი მომღერლის გამოსვლა თეთრი სახლის პრესცენტრმა წინა დღით დააანონსა. „ვფიქრობ, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ყველა მუსიკის მოყვარულის სახელით ვლაპარაკობ, როცა ვამბობ, რომ ერთი სული გვაქვს ვუმასპინძლოთ ნაილ ჰორანს წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეთრ სახლში.” 

Ჰორანმა ეს პოსტი გააზიარა და დააწერა: „პატივია ასეთ ღონისძიებაზე მიწვევა და ჩემი ქვეყნის წარდგენა. ველოდები ხვალინდელ დღესა და ღონისძიებას თეთრ სახლში.”

9 ივნისს ნაილ ჰორანის მესამე სოლო ალბომი The Show გამოვა. „ეს ალბომი არის ნამუშევარი, რომლითაც ძალიან ვამაყობ და უკვე დროა, რომ ის თქვენ გადმოგცეთ,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რომანსერო” ნოდარიკო ხუციშვილისა და თათია ჯმუხაძის შესრულებით

შემდეგი სტატია

The Black Marrows

The Black Marrows „ჩვენი თითო ალბომი თითო დღიურია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი