სელენა გომესი პირველი ქალია, რომელსაც ინსტაგრამზე 400 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

ერთ თვეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა 381 მილიონი გამომწერით კაილი ჯენერი ჩამოიტოვა. კაილი ჯენერს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ქალ მომხმარებლებს შორის, ამ დრომდე, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
ფოტო: Getty Images

სელენა გომესი პირველი ქალი გახდა, რომელიც ინსტაგრამზე 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს ჰყავს გამოწერილი. ერთ თვეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც  ვარსკვლავმა 381 მილიონი გამომწერით კაილი ჯენერი ჩამოიტოვა. კაილი ჯენერს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ქალ მომხმარებლებს შორის, ამ დრომდე, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესი ქალებს შორის გამომწერებით ლიდერობს, საერთო მაჩვენებლის მიხედვით, ადამიანი, რომელსაც Instagram-ზე ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. მისი გამომწერების რიცხვი 562 მილიონია. Instagram-ის ყველაზე პოპულარულ პერსონებს შორის არის საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომლის ანგარიში 442 მილიონ მომხმარებელს ჰყავს გამოწერილი.

ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელიც გომესმა ინსტაგრამზე განათავსა, ე.წ. სელფი იყო. გამოქვეყნებულ ფოტოებში ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშეა. 

სელენა გომესი Instagram-ს აქტიურად იანვარში დაუბრუნდა და მასალის გამოქვეყნება თავადვე დაიწყო. ამ დრომდე, ანგარიშის მართვის უფლება თავისი წარმომადგენელი გუნდისათვის ჰქონდა გადაცემული. როგორც ვარსკვლავმა განმარტა, მან აპლიკაცია ოთხი წლის წინ წაშალა, რადგანაც  სოციალურ მედიასთან არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა. 

რაღაც დროს, Instagram მთელი ჩემი სამყარო გახდა და ამან მართლაც საშიში ფორმა მიიღო. ჩემს ადრეულ წლებში ვფიქრობდი, რომ საკმარისად ლამაზი არ ვიყავი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ მაკიაჟი ჩემთვის აუცილებელი იყო და არ მსურდა, რომ მის გარეშე ოდესმე ვინმეს ვენახე.“ – აღნიშნა სელენა გომესმა  InStyle-თან საუბრისას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ჯგუფი ერთი ორგანიზმია“ – „წერილი“

შემდეგი სტატია

ედ შირანი მის გარდაცვლილ მეგობარს, ჯამალ ედვარდსს იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა Eyes Closed სწორედ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი