„გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ მიხედვით, The Weeknd მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არტისტად დასახელდა

არტისტის ეს სტატუსი Spotify-ის მონაცემებმა განაპირობა.

„გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ მიხედვით, The Weeknd სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არტისტია.

აღნიშნული სტატუსი არტისტს მას შემდეგ მიენიჭა, რაც Guinness-ის ორგანიზაციამ Spotify-ის მონაცემები გააანალიზა, მათ შორის ყოველთვიური მსმენელების რაოდენობა.

ამავდროულად, თებერვალში The Weeknd სტრიმინგ სერვის Spotify-ის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომლის ყოველთვიური მსმენელების რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია. Guinness-ის მოხსენების მიხედვით, ამჟამად არტისტის მსმენელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 111.4 მილიონს მიაღწია. 

სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზე მაილი საირუსია. მას  82.4 ყოველთვიური მსმენელი ჰყავს. ეს ციფრი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მომღერალმა ახალი სტუდიური ალბომი Endless Summer Vacation გამოუშვა. Spotify-ის რეიტინგების მოწინავე არტისტთა სიაში ყოველთვიური მსმენელების რიცხვის მიხედვით ლიდერობენ შემდეგი არტისტები: შაკირა (81.6 მილიონი), არიანა გრანდე (80.6 მილიონი), ტეილორ სვიფტი (80. 2 მილიონი), რიანა (78.5  მილიონი) და ედ შირანი (77.5 მილიონი).

ერთი კვირის წინ, The Weeknd თავის მშობლიურ ქვეყანაში, კანადაში გამართული დაჯილდოების 2023 წლის Juno Awards-ის ტრიუმფატორი გახდა. მუსიკოსმა „წლის არტისტისა“ და „სიმღერების ავტორის“ ნომინაციებში გაიმარჯვა. ამავე დაჯილდოებაზე The Weeknd-ის სიმღერამ Sacrifice „წლის სინგლის“ ტიტული მოიპოვა, ხოლო არტისტის ალბომმა Dawn FM „წლის საუკეთესო პოპ ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი  Louis Vuitton-ის და იაიოი კუსამას კოლექციის კამპანიაში გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ავსტრალიელ სენატორს პარლამენტის შენობაში ჩაწერილი ინტერვიუს დროს, Tame Impala-ს მაისური ეცვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი