ლედი გაგას პირველი გამოჩენა ჰარლი ქუინის კოსტიუმში 

მომღერალი ხოაკინ ფენიქსთან ერთად ფილმში Joker: Folie à Deux მონაწილეობს.
ლედი გაგა ფილმის Joker: Folie à Deux გადასაღები მოედნიდან
Gotham/GC Images

ლედი გაგა ჰარლი ქუინის კოსტიუმით გამოჩნდა. მომღერლის ფოტო „ჯოკერის” მეორე ნაწილის გადასაღები მოედნიდან ვრცელდება. 

ფოტოებში ხალხით გარშემორტყმული ლედი გაგას პერსონაჟი პოლიციის ოფიცრებს სასამართლოდან გამოჰყავთ. მას შავ-თეთრი მაისური, წითელი ქურთუკი და მოკლე შავი ქვედაბოლო აცვია. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, როგორც ირწმუნებიან, ლედი გაგა ფილმში ჰარლი ქუინის როლს ასრულებს. 

ფილმის რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა 14 თებერვალს ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის გმირების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. 

თავად ლედი გაგამ „ჯოკერის” მეორე ნაწილში მონაწილეობა 2022 წელს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დაადასტურა, სადაც ის და ხოაკინ ფენიქსი ერთად ცეკვავენ სიმღერაზე Cheek to Cheek, რომელსაც გაგა ტონი ბენეტთან ერთად ასრულებს.

Joker: Folie à Deux ეკრანებზე 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეი, 2023 წლის 27 იანვარი - ფოტო: ლია კლეი მილერი

ლანა დელ რეიმ რიგით მეცხრე ალბომი Ocean Blvd გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯეინ ფონდა „დრიუ ბერიუმორის შოუში“

ჯეინ ფონდას თქმით,  ფილმ Monster in Law-ს გადაღების დროს, სილის გარტყმის ეპიზოდისთვის, ჯენიფერ ლოპესს ბოდიში არასდროს მოუხდია, რა დროსაც მსახიობს წარბი გაუსკდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი