ლენი კრავიცმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ტეილორ სვიფტი მის გარდერობს ესტუმრა

ლენი კრავიცი და ტეილორ სვიფტი ერთმანეთს 2023 iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის მსვლელობისას კულისებში შეხვდნენ
ფოტო: კევინ მაზური / iHeartRadio


სოციალურ ქსელში ტეილორ სვიფტიოს და ლენი კრავიცის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც 2023 iHeartRadio Music Awards-ის მიმდინარეობისას კულისებშია გადაღებული. 

„მომენტი, როცა ლენი კრავიცი და ტეილორ სვიფტი კულისებში ხვდებიან“ – წერია ვიდეოს აღწერაში, რომელიც iHeartRadio-ს ოფიციალურმა ანგარიშმა TikTok-ზე ატვირთა.

ვიდეოში ლენი კრავიცი სვიფტს ეხუტება და მიღებულ ჯილდოს ულოცავს.

ამის შემდეგ ლენი კრტავიცმა იხუმრა, რომ ტეილორ სვიფტმა თავისი კოსტიუმი პირდაპირ მისი გარდერობიდან აიღო. „ჩემს გარდერობს ესტუმრე, არა?“ – მიმართავს ტეილორს კრავიცი. სვიფტი კი პასუხად ამბობს, რომ ეს ლუქი ნამდვილად კრავიცით იყო შთაგონებული.

2023 iHeartRadio Music Awards-ის ცერემონიის მსვლელობისას სვიფტმა ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა და ჯილდო მიიღო. ამ ნომინაციებს შორის არის: წლის სიმღერა და საუკეთესო ტექსტი(Anti-Hero), TikTok-ის ტრენდი (Bejeweled), სემპლის გამოყენების საუკეთესო მაგალითი (Out of the Woods-ის სემპლი სიმღერაში Question…?), საუკეთესო პოპ ალბომი(Midnights) და iHeartRadio-ის „ინოვატორის სპეციალური ჯილდო“.

ჯილდოს მიღებისას სცენაზე ასულმა ტეილორ სვიფტმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა – „მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი იდეები, ქმედებები და არჩევანი არის ის, რაც სრულიად ახალია, რაც პრეცედენტს ქმნის“ – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ტეილორ სვიფტის და ლენი კრავიცის შეხვედრაა ასახული:

@iheartradio “oh you went in MY closet” 😂 #iHeartAwards2023 ♬ original sound – iHeartRadio

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

კადრი LP Giobbi-ის სიმღერიდან If Love Is A Skill

ხუთი საცეკვაო სიმღერა, რომელიც ამ კვირაში უნდა მოისმინოთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი