ედ შირანმა გაამხილა, რომ Shape of You-ზე მუშაობისას, რეპერმა Jay-Z-მ თანამშრომლობაზე უარი უთხრა

„სავარაუდოდ მართალიც იყო, მას ძალიან კარგი სმენა აქვს“ – აღნიშნა შირანმა.


ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ედ შირანმა გაამხილა, რომ 2017 წლის ჰიტზე, Shape of You-ზე მუშაობისას, რეპერმა Jay-Z-მ თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

როდესაც კონტაქტი გვქონდა, სიმღერა გავუგზავნე და მან მიპასუხა – „ვფიქრობ ამ სიმღერას რეპის პარტია არ სჭირდება“ – სავარაუდოდ მართალიც იყო, მას ძალიან კარგი სმენა აქვს“ – აღნიშნა შირანმა.

პოპ სიმღერა Shape of You ედ შირანის მესამე სტუდიური ალბომის, სახელწოდებით Divide-ის ერთ-ერთი წამყვანი სიმღერაა. გამოშვებისას ის შირანის ყველაზე რეიტინგულ კომპოზიციად იქცა და Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს 12 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.

Rolling Stone-მა ედ შირანთან ვრცელი ინტერვიუ მოამზადა. სწორედ ამავე სტატიაში ედ შირანმა გაამხილა, რომ Netflix-თან ერთად ანიმაციურ მიუზიკლზე მუშაობს. არტისტმა ანიმაციისათვის ძირითადი კომპოზიციები დაწერა. შირანმა ასევე გაამხილა თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება 2019 წლის სიმღერისადმი, სახელწოდებით Blow, რომელიც მომღერალმა ბრუნო მარსთან და კრის სტეპლტონთან ერთად ჩაწერა. „ერთ დღეს ამ სიმღერას სუოერგმირების შესახებ ფილმის მუსიკალური გაფორმებისათვის ან რაიმე მსგავსისათვის გამოიყენებენ“ – აღნიშნა ედ შირანმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

შემდეგი სტატია

BLACKPINK-ის ჯისუს სოლო სიმღერის კლიპიდან პირველი კადრები გავრცელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი