Სანდრო გეგეჭკორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში – ჯულიარდში ჩაირიცხა. ეს ამბავი ქართველმა პიანისტმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით გაუზიარა. „Ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა” – წერს გეგეჭკორი პოსტში და აღნიშნავს, რომ ჯულიარდის სკოლაში სწავლას 2023 წლის აგვისტოდან დაიწყებს.
ნიუ-იორკში ყოფნისას სანდრო გეგეჭკორმა ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტიც გამართა. უახლოეს თვეებში კი მისი კონცერტები დაგეგმილია კანარის კუნძულებსა და ჩინეთშიც.
ნახეთ სანდრო გეგეჭკორის პოსტი