ჯესი ჯეის ფოტოებს „შეუფერებელი“ უწოდეს

„მე უბრალოდ მინდა, ეს გრძნობა მუდამ მახსოვდეს“ – თქვა მომღერალმა.
ფოტო: გარეთ კატერმოული

ჯესი ჯეიმ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც მისი ორსულობის ამსახველი ფოტოები გააკრიტიკეს. „უბრალოდ მინდა, ეს გრძნობა სამუდამოდ მახსოვდეს“ – დაწერა მომღერალმა, რომელმაც იანვარში გაამხილა, რომ ბავშვს ელოდება. ამ კადრებში აღბეჭდილი ჯესი გაზრდილი მუცლით, აბაზანაში შიშველი წევს. 

მივმართავ ყველა მათგანს, ვინც ამ პოსტზე კომენტარის სახით სიტყვა „შეუფერებელი“ დაწერა – დარწმუნებული ვარ, კომენტარის დაწერამდე ფოტო მოაახლოვეთ“ – აღნიშნა ჯესი ჯეიმ. 

პოსტი, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია, რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს აერთიანებს. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ მოძრაობს ბავშვი  მუცელში. ბოლო კადრში კი ჯესი ჯეის სპორტული სამოსი აცვია, სარკეში იყურება და იღიმის. 

კრიტიკასთან ერთად, ვარსკვლავმა გამომწერებისაგან პოზიტიური გამოხმაურებაც მიიღო. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტის კომენტარების სექციაში დაწერა, რომ „ეს არა უბრალოდ ფოტოები, არამედ ხელოვნების ნიმუშებია“. ბრიტანელმა მომღერალმა პალომა ფეითმა კი ჯესი ჯეის მიმართა – „არაჩვეულებრივი ფოტოებია… კეთილი იყოს შენი ფეხი სუპერგმირების ტერიტორიაზე“.

გასულ თვეს, როცა გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კალენდრით „დედის დღე“ აღინიშნებოდა, ჯესი ჯეიმ ტვიტერზე ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილისათვის მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა. „მადლობა, რომ ჩემთან მოხვედი. მადლობა ნდობისათვის, რომ ჩემს სხეულში უსაფრთხოდ იქნებოდი. მადლობა, რომ განსაკუთრებული გამოცდილება მაჩუქე, რაც კი ამ დრომდე მქონია და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მარგუნე“ – დაწერა ჯესი ჯეიმ. მომღერალმა ეს პოსტი ულტრაბგერით გამოსახულებას დაურთო, რომელშიც მუცლად მყოფი ბავშვი იღიმის.

ჯესი ჯეიმ პოსტში ბავშვის მამა, კალათბურთელი ჩანან საფირ კოლმენიც ახსენა. „ძალიან მიყვარს მამაშენი. შენ მის გარეშე არ იქნებოდი“ – აღნიშნა არტისტმა. 

ჯესი ჯეიმ 2021 წელს გაამხილა, რომ  მუცელი მოეშალა. მეორე ორსულობის შესახებ სიახლე კი ვარსკვლავმა მაშინ გაასაჯაროვა, როცა ამ შემთხვევიდან ერთ წელზე მეტი იყო გასული.

ნახეთ, ჯესი ჯეის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ABBA-ს გიტარისტი ლას ველანდერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Diddy-ის თქმით, მან იხუმრა, როცა თქვა, რომ სტინგს ყოველ დღე ხუთი ათას დოლარს უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი