ცნობილი ამერიკული ჯგუფი Inner City თბილისში კონცერტს გამართავს

2020 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, Inner City მუსიკალურ ინდუსტრიაში მოულოდნელად დაბრუნდა და ახალი ალბომი – We All Move Together გამოუშვა.
Inner City ფოტო: ლუისა ტრატალოსი


28 აპრილს, „აქსის თაუერსში“ მდებარე  „ფალესტრას“ ღია სივრცეში, ცნობილი ამერიკული ელექტრონული ჯგუფის – Inner City-ის კონცერტი გაიმართება. Inner City, როგორც მუსიკალური პროექტი, 1987 წელს დაარსდა. ჯგუფი დეტროიტელი ტექნო მუსიკის პიონერი არტისტის, კომპოზიტორ კევინ სანდერსონისა და მომღერალ პერის გრეის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. 1989 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Paradise წარადგინა. 

Inner City-მ მსმენელს თავი არაერთი ცნობილი კომპოზიციით დაამახსოვრა. ჯგუფის პოპულარული ჰიტებია  Big Fun და Good Life. 2020 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ,  Inner City მუსიკალურ ინდუსტრიაში მოულოდნელად დაბრუნდა და ახალი ალბომი – We All Move Together გამოუშვა. ამჯერად ჯგუფს კევინ სანდერსონის ვაჟიც შეუერთდა და მუსიკალური პროექტის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

28 აპრილს გამართულ კონცერტზე, სცენაზე ქართველი არტისტებიც წარდგებიან. აუდიტორიისათვის  Monkey-ს რეზიდენტი თემურიკო დიასამიძე და ნინო კვანტრიშვილი დაუკრავენ. 
კონცერტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მოუსმინეთ Inner City-ის ჰიტს სახელწოდებით Good Life:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის თანახელმძღვანელად დასახელდა

შემდეგი სტატია

Depeche Mode-მა ნიუ იორკში კონცერტი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი