Depeche Mode-მა ნიუ იორკში კონცერტი გამართა

Memento Mori პირველი ალბომია, რომელიც Depeche Mode-მა ჯგუფის წევრის, ენდი ფლეტჩერის გარდაცვალების შემდეგ გამოუშვა
ფოტო: ენტონ კორბაინი


Memento Mori, ასე ჰქვია Depeche Mode-ის უახლეს ალბომს და მიმდინარე მსოფლიო ტურნეს. სახელწოდება ცნობილი ლათინური გამოთქმაა, რომელიც ითარგმნება, როგორც – „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“. გასულ წელს  Depeche Mode-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუსიკოსი ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა. მიმდინარე საკონცერტო ტურისა და ალბომის სახელწოდება სიმბოლურად მომხდარ ამბავს ეხმიანება. 

დევიდ გაანისა და მარტინ გორის შემადგენლობით, Depeche Mode-მა 14 აპრილს ნიუ იორკში,  Madison Square Garden-ში კონცერტი გამართა. ჯგუფის სინთ-პოპის ჟანრის მუსიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  პესიმიზმითა და სიმძიმით ხასიათდებოდა, ამჯერად ენერგიული და სიცოცხლისუნარიანი იყო.

როგორც ამერიკული Billboard აღწერს, გაანი სცენაზე ყოფნისას, თითქოს, ზებუნებრივ ენერგიას ფლობდა. მუსიკალური შოუს დროს გაჟღერდა ბენდის მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიც არის: Precious, John the Revelator, World in My Eyes.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Inner City თბილისში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, ნიკალა ზუბიაშვილისა და მარიამ კუბანსკის  კონცერტები გერმანიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი