გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, ნიკალა ზუბიაშვილისა და მარიამ კუბანსკის  კონცერტები გერმანიაში

„ტრადიციული და ამაღელვებელი” – ასე უწოდებენ ქართველი მუსიკოსების შესრულებას.
გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე

17 აპრილს ქართველი მუსიკოსები კონცერტს ბერლინში, Prime Time Theater-ში გამართავენ. გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ნიკალა ზუბიაშვილი და მარიამ კუბანსკი მსმენელის წინაშე stARTfestival-ის ფარგლებში წარდგებიან. 

„ტრადიციული და ამაღელვებელი” – ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ანონსში. „ეს ორი ცნება ადვილად ერთიანდება, როცა გიორგი გიგაშვილი ხარ. მის ბენდთან ერთად გიგაშვილი აერთიანებს ქართულ ტრადიციულ ფოლკლორს იმ მუსიკალურ ენასთან, რომელიც მხოლოდ მისია. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება გიგაშვილის საავტორო კომპოზიციებიც. ყველაფერი შთაგონებულია ტრადიციებით, მაგრამ ვითარდება აქ და ახლა.” 

stARTfestival 15 აპრილს დაიწყო და 7 ივნისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში გიორგი გიგაშვილი გერმანელი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ, 16 მაისს, ამჯერად სოლო კონცერტით წარდგება. 

მანამდე ქართველმა მუსიკოსებმა, იმავე შემადგენლობით, კონცერტი ჰაიდელბერგში გამართეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Depeche Mode-მა ნიუ იორკში კონცერტი გამართა

შემდეგი სტატია

ბიონსე Time-ის 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი