ჰავაიზე მდებარე სასტუმროს კომპლექსი – The Coco Palms Resort ერთ დროს ელვის პრესლისა და ჰოლივუდის სხვა ცნობილი ვარსკვლავების საყვარელ დასასვენებელი სივრცე იყო. უახლოეს მომავალში, მის ადგილას ახალი სასტუმრო აშენდება.
The Coco Palms Resort დაახლოებით 30 წლის წინ ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა. ახალი პროექტის მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისგან დარჩენილ კონსტრუქციას დაანგრევენ და 350-ოთახიან ახალ სასტუმროს ააშენებენ. ინფორმაციას ჰავაის ადგილობრივი მედია გამოცემა – Honolulu Star-Advertiser ავრცელებს.
The Coco Palms Resort განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ის 1961 წელს გამოშვებული ფილმის, Blue Hawaii-ის გადასაღებ ლოკაციად გამოიყენეს. ეს ის ადგილია, სადაც პრესლისა და ჯოან ბლექმენის პერსონაჟები ქორწინდებიან. გარდა ამ ეპიზოდისა, The Coco Palms Resort -ში ფილმის სხვა მნიშვნელოვანი სცენებიც არის გადაღებული, მაგალითად მონაკვეთი, როცა ელვის პრესლი Hawaiian Wedding Song-ს ასრულებს.
სასტუმრო კომპლექსს სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც ხშირად სტუმრობდნენ, მაგალითად ფრენკ სინატრა, რიტა ჰეივორთი და ბინგ კროსბი.