Kid Cudi ანიმაცია Sonic the Hedgehog-ის შესახებ გადაღებულ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

დაანონსებული ანიმაცია Sonic the Hedgehog-ის ე.წ. სპინოფია. პროექტზე Paramount+ მუშაობს.
ფოტო: მეთ უინკელმეიერი


Kid Cudi სტრიმინგ სერვის  Paramount+-ის ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. Knuckles ასე ჰქვია დაანონსებულ ანიმაციურ სერიალს, რომელიც Sonic the Hedgehog-ის ე.წ. Სპინოფია. Kid Cudi პროექტის შემოქმედებით გუნდს მსახიობის სტატუსით შეუერთდა. ინფორმაციას გამოცემა Deadline ავრცელებს. აღნიშნული სიახლე არტისტმა ინსტაგრამზე გამომწერებს თავადაც გაუზიარა. ახალ პროექტში მონაწილეობას Kid Cudi ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტითაც გამოეხმაურა.

როგორც Deadline იუწყება, Knuckles-ს მაყურებელი Sonic the Hedgehog 2-ისა და Sonic the Hedgehog 3-ის პრემიერებს შორის პერიოდში იხილავს. უფრო ზუსტად კი, ანიმაცია  Paramount+ -ზე 2024 წლის 20 დეკემბერს გამოვა. 

Kid Cudi-ის როლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. დაანონსებული ანიმაციის მთავარ პერსონაჟს, სახელად Knuckles-ს  Sonic the Hedgehog-ის ფილმებში იდრის ელბა ახმოვანებს. Knuckles არტისტისათვის მეორე ანიმაციური პროექტია. 2022 წელს Kid Cudi-ის მეათე სტუდიური ალბომის ვიზუალიზაციის სახით,  Netflix-მა სპეციალური პროექტის ფარგლებში, ანიმაციური ფილმი – Entergalactic გამოუშვა.

ნახეთ Kid Cudi-ის პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიშელ ობამა თავის ორ საკულტო მუსიკოსს ასახელებს

შემდეგი სტატია

Post Malone-მა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნასას ასტრონავტებთან კოსმოსში ინტერვიუ ჩაწერა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი