ბარბრა სტრეიზანდი დაბადების დღის მილოცვებს იღებს

ვარსკვლავს მეგობრები და გულშემატკივრები ულოცავენ, მათ შორის მერაია ქერი, ტონი ბენეტი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები.
ბარბრა სტრეიზანდი
Russell James

ბარბრა სტრეიზანდი 81 წლის გახდა და დაბადების დღის მილოცვებს იღებს. ვარსკვლავს მეგობრები და გულშემატკივრები ულოცავენ. მათ შორის არიან მერაია ქერი, ტონი ბენეტი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები.

მერაია ქერიმ ტვიტერზე ლეგენდარული მომღერლის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა და თავისი 2019 წლის სიმღერიდან Giving Me Life ფრაზა დაწერა, რომელიც სტრეიზანდს ეხება: “Living like Babs cause it’s evergreen. მიყვარხართ მის სტრეიზანდ!!! დაბადების დღეს გილოცავთ,” – წერს ქერი.

ტონი ბენეტმა კი, რომელიც სტრეიზანდთან ერთად Smile-ის დასამახსოვრებელ ქავერს ასრულებს, მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თავად სტრეიზანდის სიტყვები დააწერა: „ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. დაიწყეთ დესერტით!”

ერთობლივი ფოტოთი ულოცავს ვარსკვლავს დაბადების დღეს ჯენიფერ ჰადსონიც. „ბარბრა სტრეიზანდმა ყველა ქალს გზა გაუკვალა,” – წერს მომღერალი. 

სტრეიზანდის დაბადების დღეზე ადელმა და ჯეიმს კორდენმა Carpool Karaoke-ში სიმღერა Don’t Rain on My Parade შეასრულეს ფილმიდან „სასაცილო გოგონა”. ეს კორდენის ბოლო Carpool Karaoke იყო, რადგან 8 წლის შემდეგ იგი The Late Late Show-ს ტოვებს. 

ნახეთ ბარბრა სტრეიზანდის დაბადების დღის მისალოცი პოსტები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12-ში მოხვდა

შემდეგი სტატია

Shakira - ფოტო: ჟუამე დე ლაიგუანა

პირველად Billboard-ის ისტორიაში Shakira-ს „წლის ლათინო ქალის“ წოდება მიენიჭება

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი