Სატელევიზიო შოუში TODAY ჯენიფერ ლოპესმა შვილებზე, ემსა და მაქსიმილიანზე ისაუბრა.
„ახლა 15 წლის არიან. თინეიჯერები არიან, იზრდებიან. ყველაფერს ყურადღებას აქცევენ და იმხელა ინფორმაცია აქვთ – ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ისინი უყურებენ მოვლენებს და საუბრობენ ცხოვრებაზე ძალიან განსხვავებულად, ვიდრე მე, როცა 15-16 წლის ვიყავი. ვფიქრობ, რომ ისინი შეცვლიან მსოფლიოს და გულწრფელად რომ ვთქვა, უკეთესს გახდიან მას, “ – ამბობს მომღერალი.
ლოპესმა ასევე ისაუბრა მისი შვილებისა და მეუღლის ურთიერთობაზე. „Მათ უყვართ ბენი. ის მათთვისაც შესანიშნავი მამაა. მას თავისი სამი მშვენიერი შვილი ჰყავს. აქეთ კი – ჩვენ. ბავშვებს უყვართ და აფასებენ მას ისევე, როგორც მე.”
მომღერალმა ინტერვიუში ახალ ალბომზეც ისაუბრა და გაამხილა, რომ მისი შთაგონების მთავარი წყარო პიროვნული ზრდა და აფლეკთან ურთიერთობა იყო. „Ძალიან გავიზარდე. ალბომები კი სწორედ ასეთი მომენტების დროში დაფიქსირებაა… როცა შენი ცხოვრების სიყვარული გიყვარდება და 20 წლის შემდეგ ისევ ერთმანეთს უბრუნდებით. შენ კი ამ მომენტის დაფიქსირებას ცდილობ. ადამიანები ჩემს ალბომში ამას იგრძნობენ.”
ინტერვიუს დროს სტუდიაში იჯდა ლოპესის დედა გვადალუპე როდრიგესიც, რომელიც საუბარში ჩაერთო და დაამატა: „მე ვიცოდი, რომ თქვენ ისევ ერთად იქნებოდით, რადგან მე ამისთვის 20 წელი ვლოცულობდი”.
ნახეთ ჯენიფერ ლოპესის ინტერვიუ